ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
Remove ads

ოძისისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 12 კმ.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოძისი (მრავალმნიშვნელოვანი)‎.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ისტორია

ისტორიულად სოფელი ოძისი აბაზაძეთა საგვარეულოს საკუთრება იყო. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1693 წელს შედგენილ სიგელში, რომლის ავტორია ერეკლე I ნაზარალიხანის დედა ელენე. ეს სიგელი გაცემულია ზაალ აბაზაძის სახელზე: „ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და რაც დიდს გიორგი მეფეს აქეთ სხვატა მეფეთა და მეპატრონეთაგან წყალობა გჭირვებოდათ და ან გქონებოდათ: ... ოძისს ჟღენტი და ლიპარიტაშვილი, ნოზაური ვენახი, თქვენთვის გვიბოძებია“. 1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით კი სოფელში ცხოვრობს 29 კომლი. მათი გვარებია: აბაზაძე, ღვარძლაძე, ჟღენტი, სალაყაია, მაჭარაშვილი, სოლოკაძე, ჯორელიშვილი, გვეხიძე, ბრეგვაძე, კომალაძე, ლიპარიტაშვილი, კიკნაძე. სოფელში შემთხვევით აღმოჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი.

Remove ads

ტოპონიმები

  • აბაზაძეების მიწები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთით.
  • აბაზაძეების წყარო — წყარო სოფელში.
  • მრგვალი მინდორი — ადგილი სოფლის ჩრდილოეთით.
  • ნაქელები — სახნავი სოფლის დასავლეთით.
  • როზას ჭალები — სახნავი სოფლის ჩრდილოეთით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984.  გვ. 625.
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads