პავლე ფრანგიშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
პავლე ფრანგიშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1897 — გ. 22 ივნისი, 1966, თბილისი) — ქართველი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941)
1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 წლებში იყო ჭიათურის დრამატული თეატრის, 1939-1949 კი — გორის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), კარლ მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა“, ი. ვაკელის „შამილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ და სხვა.
Remove ads
ჯილდოები და აღიარება
ბიბლიოგრაფია
- პავლე ფრანგიშვილი, „როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას“. თბილისი, ხელოვნება, 1955
- პავლე ფრანგიშვილი, „რაც ვნახე და განვიცადე“. თბილისი, 1963
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads