პარკ დე პრენსი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

„პარკ დე პრენსი“ (ფრანგ. Parc des Princes — პრინცების პარკი) — საფეხბურთო სტადიონი პარიზში (საფრანგეთი), რომელიც იტევს 48 229 მაყურებელს. „პარი სენ-ჟერმენის“ საშინაო არენა.

სწრაფი ფაქტები ფაილი:Paris Le Parc des Princes (cropped).jpg, მდებარეობა ...

1998 წლამდე აგრეთვე ითვლებოდა საფრანგეთის ნაკრების საშინაო სტადიონად, ვიდრე პარიზის გარეუბანში, სენ-დენიში, სპეციალურად 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სტად დე ფრანსი“ არ აშენდა.

„პარკ დე პრენსმა“ ორ ფინალს უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატის ეგიდით: 1960 და 1984 წლების ფინალები. საკლუბო დონეზე უმასპინძლა სამ ფინალს ჩემპიონთა ლიგასა (1956, 1975-სა და 1981 წლების ფინალებს) და ორს თასების მფლობელთა თასზე (1978-სა და 1995 ფინალებს).

გარდა საფეხბურთოსა, სტადიონზე რეგულარულად ტარდება სარაგბო მატჩები, მათ შორის, საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობითაც.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads