პერიოდული ცხელების სინდრომი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

პერიოდული ცხელების სინდრომი (ანუ აუტოანთებითი სინდრომი) ხასიათდება შემდეგ სიმპტომთა ერთობლიობით: ცხელება, სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი. იგი შეიძლება განაპირობოს ქრონიკული პათოლოგიები, მაგ. ამილოიდოზი[1].

განახლებული ფორმულირების მიხედვით, «აუტოიმუნური სინდრომები» არის თანდაყოლილ დაავადებათა ჯგუფი, რომლებისთვისაც დამახასიათებელია შეტევითი და რეციდიული ხასიათის კანის ანთებითი დაზიანება და პერიოდული ცხელება, სხეულის ტემპერატურის მატებით[2].

პერიოდული ცხელების სინდრომები განსხვავდებიან იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებისაან, რომელიც ასევე ხასიათდება ხშირი ინფექციებითა და ინფექციით განპირობებული ცხელებით.

Remove ads

პერიოდული ცხელების სინდომების სია

  • ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება
  • ჰიპერიმუნოგლობულინემია "დ", განმეორებითი ცხელებით. ეს პათოლოგია მევალონური აციდურიასთან ერთად განპირობებულია მევალონატის კინაზას დეფიციტით[3].
  • TNF რეცეპორთან ასოცირებული პერიოდული ცხელების სინდრომი
  • მაკლ-ველსის სინდრომი (ურტიკარია-სიყრუე-ამილოიდოზი)
  • ოჯახური გაციების ურტიკარია (ოჯახური გაციების აუტოანთებითი სინდრომი)
  • ახალშობილთა შეტევითი მულტისისტემური ანთებითი დაავადება
  • პერიოდული ცხელება, აფტოზური სტომატიტი, ფარინგიტი და ადენიტი
  • ბლაუ-სინდრომი
  • პიოგენური სტერილური ართრიტი, განგრენოზული პიოდერმა, აკნე
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads