ჟაირზინიო
ბრაზილიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჟაირ ვენტურა ფილიო (პორტ. Jair Ventura Filho; დ. 25 დეკემბერი, 1944, დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ჟაირზინიო (პორტ. Jairzinho). 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1] 1966 წლის ინგლისისა და 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. 1999 წელს World Soccer-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე, ხოლო Placar-ის ვერსიით 66-ე ადგილზე დასახელდა.[2] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად.

Remove ads
კარიერა
საკლუბო კარიერა
საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იცავდა ბრაზილიური, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, ვენესუელური, ბოლივიური და ეკვადორული საფეხბურთო კლუბების: რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგოს“, მარსელის „ოლიმპიკის“, იოჰანესბურგის „კაიზერ ჩიფსის“, ბელუ-ორიზონტის „კრუზეიროს“, აკარიგუას „პორტუგესას“, ბაურუს „ნოროესტეს“, მანაუსის „ფასტ კლუბის“, კოჩაბამბის „ხორხე ვილსტერმანის“ და გუაიაკილის „ნუევე დე ოქტუბრეს“ ღირსებას.
ოცწლიანი საფეხბურთო კარიერიდან 13 წელი „ბოტაფოგოში“ გაატარა. მის შემადგენლობაში ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების, საერთაშორისო ოფიციალური ტურნირებისა და ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით 412 მატჩი ითამაშა და 186 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირად ითვლება კუარენტინიას, კარვალიო ლეიტეს, გარინჩას, ელენო დე ფრეიტასის და ნილო მურტინიო ბრაგას შემდეგ.[3]
საკლუბო სტატისტიკა
სანაკრებო კარიერა
1964–1982 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 81 შეხვედრას ატარებს და 35 ბურთი გააქვს.[4]
სტატისტიკა
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ჟაირზინიომ მსოფლიო ჩემპიონატების 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 ბურთი გაიტანა.[5]
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- რიო–სან-პაულუს ტურნირი: 1964, 1966
- კარიოკას ჩემპიონატი: 1967, 1968
- გუანაბარას თასი: 1967, 1968
- ბრაზილიის თასი: 1968
- ლიბერტადორესის თასი: 1976
სანაკრებო
ინდივიდუალური
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1970
- ლიბერტადორესის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1976
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით: 1999
- ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი [6]
- „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირი [7]
Remove ads
ლიტერატურა
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 66–73. 496 გვ.
რესურსები ინტერნეტში
- ჟაირზინიო — FIFA.com
- ჟაირზინიო — Association of Football Statisticians
- ჟაირზინიო — National Football Teams
- ჟაირზინიო დაარქივებული 2019-11-30 საიტზე Wayback Machine. — Torcida.com.ru
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads