რობერტ პლანტი
ინგლისელი მომღერალი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
რობერტ ენტონი პლანტი (ინგლ. Robert Anthony Plant) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, წარსულში - როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ვოკალისტი.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
რობერტი დაიბადა 1948 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბრომვიჩში ინგლისი, (სტაფორდშირის საგრაფო). მამამისი, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსი იყო, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა შვილს კარგი განათლება მიეღო. რობერტი სკოლაში ჩინებულად სწავლობდა, მაგრამ 13 წლისა ელვის პრესლის სიმღერებმა გაიტაცა, მოგვიანებით კი — ბლუზმა. იგი საათობით უსმენდა ძველ ბლუზმენებს . ის მუსიკის გარდა აღარაფერზე ფიქრობდა.
მაგრამ პლანტი განსაკუთრებულად რობერტ ჯონსონს ეთაყვანებოდა. არასოდეს მომისმენია ასეთი დამატყვევებელი მუსიკა. ამბობდა რობერტ პლანტი. ის იმდენად ეთაყვანება სლიპ ჯოუნსის შემოქმედებას, რომ 1988 წელს მორიგი გასტროლებიც კი ჩაშალა მის კონცერტზე დასასწრებად.
თუმცა მშობლებს სულაც არ მოსწონდათ ვაჟიშვილის მუსიკით გატაცება. მათ სურდათ, რომ რობერტს ბუღალტერია შეესწავლა. ამისათვის მეზობელ სტოუნბრიჯში გაგზავნეს, სადაც მუსიკოსმა ნახევარი წელი დაჰყო. შინ დაბრუნებულ რობერტს მშობლებთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ იძულებული გახდა, მეგობარ გოგონასთან, მორინთან გადასულიყო საცხოვრებლად.
ჭაბუკმა პლანტმა გადაწყვიტა, რომ თუ ოცი წლის ასაკამდე მუსიკალურ ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწევდა, საბოლოოდ შეეშვებოდა მასზე ფიქრს და ბუღალტერიას დაუბრუნდებოდა. მან რამდენიმე სინგლი ჩაწერა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, თუმცა განსაკუთრებული შედეგისთვის არ მიუღწევია. ის იყო, ყველაფერზე ხელის აღება დააპირა, რომ მის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.
1968 წლის ზაფხულში იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილმა გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა და მენეჯერმა პიტერ გრანტმა ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს. ბასისტის პოვნა არ გასჭირვებიათ (ჯონ პოლ ჯოუნსი), აი, ვოკალისტი და დრამერი კი ვერსად შეიგულეს, რადგან იმ დროინდელ ლონდონში კარგი ვოკალისტები და დრამერები უკვე დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა ჯგუფში. სწორედ იმ დროს შეიტყო პეიჯმა, რომ ბირმინგემში ვიღაც რობერტ პლანტი ცხოვრობდა, რომელსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა.
Remove ads
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Pictures at Eleven (1982)
- The Principle of Moments (1983)
- Shaken 'n' Stirred (1985)
- Now and Zen (1988)
- Manic Nirvana (1990)
- Fate of Nations (1993)
- Dreamland (2002)
- Mighty ReArranger (2005)
- Band of Joy (2010)
- Lullaby and the Ceaseless Roar (2014)
- Carry Fire (2017)
- საკონცერტო ალბომები
- Sensational Space Shifters (Live in London July '12)
- ერთობლივი ალბომები
- The Honeydrippers: Volume One (1984) (ჯეიმი პეიჯთან და ჯეფ ბეკთან ერთად)
- No Quarter (Unledded) (1994) (საკონცერტო ალბომი ჯიმი პეიჯთან ერთად)
- Walking into Clarksdale (1998) (ჯიმი პეიჯთან ერთად)
- Raising Sand (2007) (ელისონ კრაუსთან ერთად)
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- „რობერტ პლანტი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ლედ ზეპელინის ოფიციალური საიტი
- რობერტ პლანტის ოფიციალური საიტი
- ინტერვიუ რობერტ პლანტთან დაარქივებული 2009-01-03 საიტზე Wayback Machine.
- 1971 წლის ინტერვიუ რობერტ პლანტთან.დაარქივებული 2012-08-19 საიტზე Wayback Machine.
- 2003 Afropop Worldwide - ინტერვიუ პლანტთან მალიში დაარქივებული 2009-08-05 საიტზე Wayback Machine.
- BBC-ს ინტერვიუ პლანტთან ლედ ზეპელინის გაერთიანების შესახებ
- ინტერვიუ საიტიდან honesttune.com - თანამშრომლობა ელისონ კრაუსთან[მკვდარი ბმული]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads