რუისი

სოფელი საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტი From Wikipedia, the free encyclopedia

რუისი
Remove ads

რუისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საავტომობილო მაგისტრალი ს1-ზე, ზღვის დონიდან 670 მეტრი, ქარელიდან 7 კილომეტრი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

ეტიმოლოგია

სოფლის სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა „რუ“-დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო.

ისტორია

ფეოდალურ ხანაში რუისში მდებარეობდა საეპისკოპოსო კათედრა და სოფელი წარმოადგენდა რუისის საეპისკოპოსოს ცენტრს. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი („ეპისტოლეთა წიგნში“ მოხსენიებულია როგორც „მარუელი“) 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახლებული. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რუისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე. XVII საუკუნეში, აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წელს რუისის საეპისკოპოსოში, რუისის სამწყსოს დავთარის მიხედვით შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. 1811 წელს რუისის საეპისკოპო გაუქმდა.

რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072–1083 წლები). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089–1125 წლები) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება „სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთასაეპისკოპოთა რუისისა და ურბნისასათა“. კრებამ სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გაატარა ღონისძიებები-გადააყენა უღირსი საეკლესიო პირები, რომლებსაც მემკვიდრეობით ეჭირათ თანამდებობები; მათ ნაცვლად აირჩია „ღირსნი და განსწავლულნი“, მეფის ერთგულნი; დაამტკიცა სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესი, დააკანონა გვირგვინის კურთხევის წესი და სხვ. კრებამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი „ძეგლისწერაი რუის-ურბნისის კრებისაი“.

რუისის ტრაგედია

1924 წლის შემოდგომის დასაწყისში რუისში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეპრესიული აქტი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობის პროცესში ბოლშევიკებმა დააკავეს და დახვრიტეს 94 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის თავადაზნაურობისა და აჯანყებისადმი სიმპათიით ბრალდებული პირები. ტრაგედიის მსხვერპლნი ღამით, ლაშეწყალის არხთან ახლოს, ე.წ. სასაკლაოზე მოკლეს, გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი — ქალი და ბავშვი. ხოცვა-ჟლეტა უმეტესად მიზნად ისახავდა შიშისა და ტერორის დათესვას იმ სოფლებში, სადაც თავადაზნაურობა ძლიერ იყო წარმოდგენილი. ადგილზე 2004 წელს ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივითა და მსხვერპლთა შთამომავლების მხარდაჭერით აღიმართა მცირე მემორიალი.[2]

1921–1930 წლებში იყო გორის მაზრის რუისის რაიონის ცენტრი.

Remove ads

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5139 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

კულტურული მემკვიდრეობა

სოფელში იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. მაგთან განსაკუთებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება. (XI საუკუნე). სოფელი მდიდარია სასულიერო დანიშნულების არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რუისის ღვთისმშობლის ტაძარი. სოფლის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს:

Remove ads

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads