რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სულეიმან II, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი (სპარს. رکن الدین سلیمان شاه) — რუმის სულთანი 1196-1204 წლებში[1].
რუქნ ად-დინმა დაამხო საკუთარი ძმის — ქეი-ხოსროვ I-ის (1192–1196) მმართველობა და 1196 წელს რუმის სულთანი გახდა. იგი მეზობელი მმართველების წინააღმდეგ იბრძოდა და სასულთნოს ტერიტორიებს აფართოებდა. 1201 წელს, მან დაიპყრო ერზურუმი. რუქნ ად-დინმა ბიზანტიის წინააღმდეგ წარმატებულად იბრძოლა, მაგრამ 1203 წელს, ბასიანის ბრძოლაში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისას დამარცხდა.
რუქნ ად-დინის მემკვიდრე ქილიჩ-არსლან III (1204-1205) იყო, რომლის მმართველობის შემდეგაც ქეი-ხოსროვ I მეორედ ავიდა ტახტზე.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads