იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე (ბენდელა).
Remove ads
ისტორია
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე იყო.
2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ცნობილმა ჰოლდინგმა, „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ შეიძინა. პრეზიდენტი არის ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტობრივად მეორე დღიდანვე დაიწყო, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძეა.
დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებს მოზარდ თაობას. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.
„საბურთალოს“ აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ირიცხებოდა ჩვიდმეტ წლამდელთა ნაკრებში, 1,5 წლით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მათივე მიწვევით, იჯარით. შემდეგ კი გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესთან“, რომელშიც ასევე ირიცხება ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ისინი დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საფეხბურთო კარიერას. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავით ხოჭოლავა („ემპოლი“), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის „სპარტაკი“). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, „საბურთალოში“ ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.
შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი უპირატესი საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 4 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, 2 ისევ მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი „ბენდელა“ ასათიანის ქუჩა №7ა–ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობებია შექმნილი მოთმაშეებისათვის. 2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი: 2011 წლის დეკემბერში – „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ხოლო 2012 წლის დეკემბრიში „სალერის თასი“, სადაც მონაწილეობდნენ „ვიტესი“, „მალაგა“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. ორივე წელს პირველი ადგილი საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაიკავა.
2024 წლის 27 თებერვალს „საბურთალომ“ სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი „იბერიას 1999“-ის სახელწოდებით იასპარეზებს.[1].
Remove ads
შემადგენლობა 2021
მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემრის მონაცემებით[2]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
Remove ads
2017 წლის ტრანსფერები
მოვიდნენ
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
* — იჯარით
** — იჯარიდან
ევროთასებზე
Remove ads
ტიტულები
- ეროვნული ლიგა
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული: 2019, 2021, 2023
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2020
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads