სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

From Wikipedia, the free encyclopedia

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
Remove ads

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ნაწილი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

სწრაფი ფაქტები სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი ...
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads