საინგილო

From Wikipedia, the free encyclopedia

საინგილო
Remove ads

საინგილო (ყოფილი ელისენი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობდა მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო ამჟამად კახის (კაკის — ასე ეწოდებოდა მას XX საუკუნის 20-იან წლებამდე), ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული.

Thumb
საინგილოს სქემატური რუკა
Thumb
ქართველთა განსახლების არეალი საინგილოში.

ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“.

Remove ads

გეოგრაფია

საინგილო მოიცავს კახეთის კავკასიონითა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილებს, დიშუზის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს. უდიდესი მდინარეებია ქურმუხისწყალი, მუხახისწყალი, ჭარისწყალი, მაწეხ-კატეხის წყალი, ბელაქნისწყალი. საინგილოს ტერიტორიაზეა მინერალური წყლები (ქურმუხის ხეობაში და ალიბეგლოსთან) სპილენძის და რკინის მადნები (ბელაქანში), ტყვიის და ვერცხლის მადნები (მუხახში).

სოფლის მეურნეობა

ამ ხარეში სოფლის მეურნეობა ოდითგანვე კარგად იყო განვითარებული. მის მთავარ დარგებს წარმოადგენდა მეთამბაქეობა, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მარცვლეულის მეურნეობა და სხვა. ამ მხარის მრეწველობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ბაზაზეა განვითარებული.

მოსახლეობა

საინგილო მრავალეროვანი მხარეა. აქ ცხოვრობენ ქართველები, წახურები, ავარები, აზერბაიჯანელები, რუსები და სხვა.

ისტორია

საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში ადმინისტრაციულად მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა კახეთის სამეფოში, ოსმალეთისა და სპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარი ლეკები. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და გამაჰმადიანება. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარი (ჭარი, ბელაქანი, კატეხი, თალა, მუხახი, ჯინიხი) და წახურელი (წახური, ილისუ, სუვაგილო და ყარადულაკი) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 — ბელაქნის მაზრა, რომელიც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი ზაქათალის ოკრუგად იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა სამურის ოკრუგს. საინგილოს ნაწილი მოქცეული იყო სიღნაღის მაზრაში, ნაწილი კი ნუხის მაზრაში. 1918-1921 წლებში საინგილოს რეგიონი, ზაქათალის ოლქის ავტონომიის სახით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს ეს რეგიონი უკანონოდ ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეიყვანეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.

Remove ads

ტრადიციული საცხოვრისი

საინგილოში აშენებდნენ ქვითკირის და ხის სახლებს, დაქანებული სახურავით, რომელიც დახურული იყო ჩალითა და კრამიტით. იშვიათი იყო ბანიანი სახლი. სახლი იყო ერთსართულიანი, ერთოთახიანი, უფანჯრო, უბუხრო, უიატაკო. თბებოდა შუაცეცხლით. აღმოსავლეთ კედელზე მოდგმული იყო მთლიანი ხისგან გამოჭრილი თახჩა. დედაბოძის მარცხენა კედელზე მოწყობილი იყო დიდი ბეღელი.

ინგილოებს ეზოში ჰქონდათ გადაუხურავი მარნები. იქვე იდგა თონე. ეზოები შემოფარგლული იყო ტყრუშული ღობით ან ქვითკირის კედლით. ეზოებში ძირითადად გაშენებული ჰქონდათ თუთა, ვაშლი, მსხალი, ბალი, ალუბალი, ჭერამი და სხვა.

Remove ads

საინგილოს ქართული ეკლესია-მონასტრები

  1. ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ეკლესია
  2. გიშის ღვთისმშობლის ეკლესია (საყდარი, ქიშნუხი,კიში)
  3. კახის პატარა ალავერდის ეკლესია
  4. კახის წმინდა გიორგის ეკლესია
  5. ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
  6. ინგილო-ქოთოქლოს სამების ეკლესია
  7. მეშაბაშის ეკლესია
  8. კასრის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია (საყდარი)
  9. ყუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი (ბაზილიკა)
  10. ბიდეიზის საყდარი
  11. ბოეთანის დარბაზული ეკლესია (საყდარი)
  12. დარვაზის ტაძარი
  13. დიდი ალათემურის ეკლესია
  14. ვარდიანის წმიდა აბო თბილელის ეკლესია
  15. ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია (ნურ-ქილისა)
  16. ზარნის მთავარმოწამე გიორგის ეკლესია (ზარი)
  17. ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია (ზეგამი, ბახთალა,ფერიყალა)
  18. ზედზგითის ეკლესია
  19. კატეხის ეკლესია
  20. ლექართის მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი (7 ეკლესია)
  21. ლექეთის წმინდა ნინოს ტაძარი
  22. მამრუხის ტაძარი (მამრესი)
  23. მოკარ-კილისას ეკლესია
  24. როჩაჰმედის ტაძარი ბელაქანში
  25. ყულარის ტაძარი
  26. ძელი-ცხოველის ეკლესია
  27. წმინდა თადეოზის სახელობის შვიდეკლესიანი მონასტრის ეკლესია
  28. ფიფინეთის ეკლესია (მაჯ-ფიფინეთი)
  29. სოფელ ბაშ-კუნგუთის ქართული ეკლესია (bas kungut kilsə) ნანგრევები
  30. განუხის მეფე მოწამე არჩილის ეკლესია (მდებარეობს შაქსა(ნუხი) და ვართაშენს შორის)
  31. ორთაზეიზიცის ეკლესია
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 663.
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972;
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგ-ში:საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • დუმბაძე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბ., 1953;
  • ჯანაშვილი მ., „საინგილო“, ტფილისი, 1910

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads