სამგორი (თბილისის მეტრო)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სამგორი — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ისანის და ვარკეთილის სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1971 წლის მაისში. არქიტექტორი ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მდებარეობს თბილისის რკინიგზის საკვანძო სადგურის „ნავთლუღის“ შენობასთან. აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. მიწისქვეშა სადგურს უკავშირდება კიბით. ქვედა დარბაზში თეთრი სვეტების ორ რიგზე დაყრდნობილი კოჭოვანი გადახურვაა. ჭერიც თეთრია, კედლები – კონტრასტულად წითელი (კერამიკული პანოების ავტორები არიან მხატვრები: ი. ტაბიძე, რ. თორდია, ა. ხარებავა).[1] სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads