სარდინები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სარდინები — თევზები ქაშაყისებრთა ოჯახისა. ერთიანდებიან 3 გვარში: სარდინი, Sardinella, Sardinops. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ-ია, მასა — 150 გრამს აღწევს. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკული და ზომიერი წყლების სანაპირო ზონაში. საქართველოში გვხვდება 2 გვარი: სარდინი, Sardinella. პირველი გავრცელებულია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, ხოლო მეორე — ბათუმის ყურეში. სარდინები პლანქტონით იკვებებიან. მათგან კონსერვებს ამზადებენ, დიდ ნაწილს კი შინაური ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ.
Remove ads
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 102.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads