სერვერი (კომპიუტერი)

პროგრამული უზრუნველყოფა ან აპარატურა, რომელიც შექმნილია მომხმარებლებისთვის საჭირო რესურსებზ From Wikipedia, the free encyclopedia

სერვერი (კომპიუტერი)
Remove ads

სერვერი ან ჰოსტი (host) — დიდი კომპიუტერი, რომლის გამოყენება შეუძლია ერთდროულად ბევრ მომხმარებელს. მასში შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა პროგრამების, ფაილებისა და მონაცემთა ბაზების ძალიან დიდი რაოდენობა. სიტყვა „სერვერი“ გამოიყენება ორი მნიშვნელობით: სერვერი (server) არის კომპიუტერი, რომლის გამოყენება ქსელში ბევრ მომხმარებელს შეუძლია. ნებისმიერი ჰოსტი შეიძლება იყოს სერვერი, პირიქით კი არა. სერვერი (server) არის პროგრამა, რომელიც ემსახურება სხვა პროგრამებს — კლიენტებს. ინტერნეტი შედგება სერვერებისგან ორივე მნიშვნელობით. მაგალითად, თუ რომელიმე კომპიუტერი ინტერნეტში ინახავს ვებ-დოკუმენტებს, მაშინ ის არის ვებ-სერვერი და მან უნდა შეძლოს მასში მოთავსებული ვებ-დოკუმენტების მიწოდება კლიენტებისათვის, რომლის როლსაც ასრულებს ბრაუზერი. საზოგადოდ, კლიენტი (client) არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც ქსელში ემსახურება სხვა პროგრამა ან კომპიუტერი.

Thumb
სერვერის მაგალითი
Remove ads
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads