სლეიერი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სლეიერი (ინგლ. Slayer [ˈsleɪə]; „მკვლელი“) — ამერიკული თრეშ-მეტალ ჯგუფი. ჯგუფი დაარსდა 1981 წელს გიტარისტების ჯეფ ჰანემანის და კერი კინგის მიერ.[2] სლეიერმა პოპულარობა ალბომის Reign in Blood (1986) გამოშვების შემდეგ მოიხვეჭა,[3] რომელიც მიღწევად ითვლება ჯგუფის შემოქმედებაში. მეტალიკა, Megadeth , ანთრაქსი და სლეიერი წარმოადგენენ „თრეშ-მეტალის დიდ ოთხეულს“.[4]
სლეიერის მუსიკის მახასიათებლებია სწრაფი ტემპი, გიტარის სწრაფი სოლო და ტრემოლო; ორმაგი ბას-დრამი და მყვირალა ვოკალი. ალბომების ზედაპირები და ტექსტები დაკავშირებულია სიკვდილთან, ჯოჯოხეთთან, სატანიზმთან, ძალადობასთან, ომთან, სერიულ მკვლელებთან, გენოციდთან და ხშირად ატარებს ანტირელიგიურ ხასიათს, რისთვისაც ჯგუფს მწარედ აკრიტიკებდნენ რელიგიური მოღვაწეები და უბრალო მსმენელებიც. ამავე მიზიზები ხდებოდა მათი ახალი ალბომების გამოშვების დაყოვნება, ხოლო გაყიდვა იკრძალებოდა ბევრ ქვეყანაში.
თავისი კარიერის განმავლობაში სლეიერმა გამოუშვა თერთმეტი სტუდიური ალბომი (რომელთაგანაც ოთხმა აშშ-ში მიიღო „ოქროს“ სტატუსი), ორი მინი-ალბომი, ორი საკონცერტო ალბომი, ოთხი DVD, ერთი დიდი ნაკრები და ოცდაორი სინგლი. ოთხი გზის ნომინანტი გრემის პრემიაზე, პრიზიორი 2007 წელს (სიმღერისთვის Eyes of the Insane) და 2008 წელს (სიმღერისთვის Final Six), სლეიერი არის მრავალრიცხოვან მუსიკალურ ფესტივალთა წამყვანი (ჰედლაინერი), მათ შორის Ozzfest, Hellfest Summer Open Air, Gods of Metal და Tuska Open Air.
Remove ads
ჯგუფის წევრები
|
|
ქრონოლოგია

დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Show No Mercy (1983)
- Hell Awaits (1985)
- Reign in Blood (1986)
- South of Heaven (1988)
- Seasons in the Abyss (1990)
- Divine Intervention (1994)
- Undisputed Attitude (1996)
- Diabolus in Musica (1998)
- God Hates Us All (2001)
- Christ Illusion (2006)
- World Painted Blood (2009)
- Repentless (2015)
ჯილდოები და ნომინაციები
გრემის ჯილდო
Kerrang! Awards
Metal Edge Readers' Choice Awards
Metal Hammer Golden Gods Awards
ლიტერატურა
- McIver, Joel (2008). The Bloody Reign of Slayer. Omnibus Press. ISBN 978-0-85712-038-0.
- Ferris, D.X. (2008). Reign in Blood, 33⅓ Series. Continuum Books. ISBN 978-0-8264-2909-4.
- Szubrycht, Jarosław (2006). Bez litości. Prawdziwa historia zespołu Slayer (No mercy. The true history of Slayer). Kagra. ISBN 83-87598-48-8.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- "Slayer's Kerry King - Wikipedia: Fact or Fiction? (Part 1)," Loudwire, April 22, 2015. —video.
- "Slayer's Kerry King - Wikipedia: Fact or Fiction? (Part 2)," Loudwire, April 29, 2015. —video.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads