სოფია კოპოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სოფია კოპოლა (ინგლ. Sofia Carmina Coppola; დ. 14 მაისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. ის არის კინორეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილი. სოფია კოპოლა პირველი ამერიკელი ქალია, რომელიც წარადგინეს ოსკარის საუკეთესო რეჟისორის ჯილდოზე.
Remove ads
ბიოგრაფია
ადრეული წლები
სოფია კოპოლა ჰოლივუდის პრივილეგირებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ცნობილი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა, მსახიობი ნიკოლას კეიჯი კი მისი ბიძაშვილია. მათ ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ აკირა კუროსავა და ვერნერ ჰერცოგი. პატარა სოფია კოპოლა სასკოლო დავალებებს ფილმების სახით ამზადებდა. მან მცირე როლები შეასრულა მამის ფილმებში „აუტსაიდერები“, „კლუბი კოტონი“, „პეგი სიუს ცხოვრება“ „ნათლიმამა III“.
კარიერა
მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Lick the Star“ (1998) შემდეგ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმი „ქალწულების თვითმკვლელობა“ კოპოლამ 1999 წელს გადაიღო ჯეფრი ეუჯენიდესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მასში გარეუბნელი მოზარდი გოგონების ცხოვრება ასახა. 2003 წელს გამოვიდა ფილმი „თარგმანში დაკარგული“, რომელშიც ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ორ გაუცხოებულ მოგზაურს თამაშობენ, რომლებიც ტოკიოში ხვდებიან ერთმანეთს. ფილმმა 44 მილიონი დოლარის მოგება ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო თითქმის 120 მლნ მთელ მსოფლიოში.[1] ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარისათვის კი ოქროს გლობუსი მიიღო.
კოპოლას შემდეგ ფილმში „მარი ანტუანეტი“ კომპანია Sony-მ 40 მილიონი დოლარი ჩადო. ფილმი ანტონია ფრეზერის რომანზეა დაფუძნებული და საფრანგეთის სკანდალური დედოფლის ცხოვრებას ასახავს. ფილმმა კრიტიკოსთა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.
Remove ads
ფილმოგრაფია
- 1999 — თვითმკვლელი ქალწულები (The Virgin Suicides)
- 2003 — თარგმანში დაკარგული (Lost in Translation)
- 2006 — მარი ანტუანეტი (Marie Antoinette)
- 2010 — სადღაც (Somewhere)
- 2013 — ელიტური საზოგადოება (The Bling Ring)
რესურსები ინტერნეტში
- სოფია კოპოლა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ზოგიერთი რამ სოფიას შესახებ დაარქივებული 2022-01-19 საიტზე Wayback Machine. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, 1 ოქტომბერი, 2006
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads