რკინის კაცი

From Wikipedia, the free encyclopedia

რკინის კაცი
Remove ads

რკინის კაციMarvel Comics-ის პერსონაჟი და ამავე კომპანიის მიერ შექმნილი ისტორიების სამყაროს სუპერგმირი. მისი შექმნელია სტენ ლი. ბიოგრაფიის ავტორია ლერი ლიბერი, ხოლო დიზაინი შეიმუშავეს მხატვრებმა, დონ ჰეკმა და ჯეკ კირბიმ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსის „Tales of Suspense“ 39-ე ნომერში (1963 წლის მარტი).

სწრაფი ფაქტები „რკინის კაცი“, გამომცემელი ...

გამოცემების ისტორიის მანძილზე რკინის კაცი ასევე წარმოადგენდა გუნდ „შურისმაძიებლების“ წევრს. რკინის კაცის თავგადასავლები ადაპტირებული იქნა სხვადასხვა ტელესერიალისა და კინოფილმისათვის. სამ კინოფილმში, „რკინის კაცი“, „რკინის კაცი 2“ და „რკინის კაცი 3“ მის როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. იგი ასევე ჩნდება 2012 წლის ფილმში „შურისმაძიებლები“ და ეპიზოდურ როლში, ფილმში „საოცარი ჰალკი“ (2008). 2011 წელს რესურსმა IGN რკინის კაცი მოათავსა კომიქსების პერსონაჟების რეიტინგის 12-ე პოზიციაზე.

Remove ads

ბიოგრაფია

თავდაპირველი სიუჟეტის მიხედვით რკინის კაცი, რომელიც სინამდვილეში არის მილიარდერი პლეიბოი, ინდუსტრიალისტი და გამომგონებელი, ტონი სტარკი, გატაცებულია და დაჭრილია. ამ პერიოდში ტერორისტები მას აიძულებენ, ააგოს მასობრივი განადგურების იარაღი. მიუხედავად ამისა, იგი ქმნის აბჯარს, რომელიც მას გადაარჩენს და ტყვეობიდან თავის დაღწევაში ეხმარება. მოგვიანებით იგი თავის გამოგონებას სრულყოფს და მსოფლიოს მხსნელად ევლინება. თავისი მასშტაბური კომპანიის, Stark Industries დახმარებით ტონი ქმნის მრავალ მილიტარულ იარაღს, რომელთა ნაწილი მისი კოსტუმის ნაწილად იქცევა. თავდაპირველად რკინის კაცი იკვლევდა ცივი ომის პერიოდის მოვლენებს, შემდგომში კი მათ უფრო თანამედროვე გარემოში გადაინაცვლეს და შეითავსეს კორპორატიული კრიმინალისა და ტერორიზმის ელემენტებიც.

Remove ads

ფილმები

რკინის კაცის თემაზე გადაღებულია 3 ფილმი, რომლებშიც ტონი სტარკის როლს ასრულებს რობერტ დაუნი უმცროსი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Marvel-ის ლოგო ეს სტატია Marvel Comics-ის პერსონაჟის შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში.
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads