ტყარშეტი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ტყარშეტი — ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. აღმართულია მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3360 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. ტყარშეტიდან ეშვება ლავური ნაკადი მდინარე თერგის კალაპოტში. ტყარშეტის კალთები შემოსილია ალპური ბალახეულით.
Remove ads
ისტორია
პირველად მოიხსენიება XV საუკუნის ისტორიულ საბუთში, შემდეგ — XVIII საუკუნის წყაროებშიც. 1991 წელს სოფლის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის სამარხეული კერამიკა — თიხის მოზრდილი დერგი და მინიატურული სასმისი. მოპოვებულმა მასალამ ცხადყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვადასხვა გზას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე თერგის ხეობაც იყო. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
Remove ads
ლიტერატურა
- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 84.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 477-.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads