უნა-უნსო
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
უნა-უნსო (უკრ. Українська Національна Асамблея, УНА УНСО; უკრაინის ნაციონალური ასამბლეა) — ყველაზე ცნობილი ნაციონალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია უკრაინაში[1], 8 000 წევრით.

ისტორია
დაარსდა 1990 წლის 30 ივნისს, დისიდენტის იური შუხევიჩის მიერ „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ (რუს. Украинская межпартийная ассамблея [УМА]) სახელით და წარმოადგენდა რამოდენმე ნაციონალისტური პარტიისა და საზოგადო ორგანიზაციების გაერთიანებას.
ასამბლეის მეთაური იყო ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი და მწერალი დმიტრო კორჩინსკი.

1991 წლის ზაფხულის ბოლოსთვის „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი სრულფასოვან პარტიად გარდაქმნის თაობაზე. 1991 წლის 8 სექტემბერს „უკრაინის პარტიათაშორის ასამბლეას“ შეუცვალეს სახელწოდება და უწოდეს „უკრაინის ნაციონალური ასამბლეა“, რის შემდეგადაც თავი პარტიად გამოაცხადა.სსრკ-ს დროს უნა-ს ოფიციალურად რეგისტრაცია ვერ მოხდა.
მოსკოვის პუტჩის შემდეგ უნამ დაიწყო უკრაინული სამხედრო დაჯგუფებების ფორმირება. აღნიშნულმა ნახევრადსამხედრო ფორმირებებმა მიიღეს სახელწოდება „უკრაინული სახალხო თავდაცვა“ (რუს. Украинская народная самооборона [УНСО]).
უკრაინის ნაციონალურმა თავდაცვამ (უნსო - უნა-ს სამხედრო განშტოება) მონაწილეობა მიიღო დნესტრისპირეთის ომში, მოლდოვის წინააღმდეგ, ხოლო აფხაზეთის ომში, ქართველების დასახმარებლად მათ 300-მდე მოხალისე გამოგზავნეს. მათი დანაყოფის სახელი იყო — არგო. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.[2]
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads