ფატმა სულთანი (სელიმ I-ის ქალიშვილი)

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ფატმა სულთანი (დ. 1500 — გ. 1570) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის სელიმ I-ის და აიშე ჰაფსა სულთნის ქალიშვილი.[1] სულთან სულეიმანის, ჰატიჯე სულთნის, ბეიჰან სულთნის და შაჰ სულთნის და. სელიმ II-ს მამიდა. დაქორწინებული იყო დიდ ვეზირზე ქარა აჰმედ-ფაშაზე.

სწრაფი ფაქტები ფატმა სულთანი, მშობლიური სახელი ...
Remove ads

ბიოგრაფია

ფატმა სულთანი დაქორწინებული იყო ქარა აჰმედ-ფაშაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი იყო 1553 წლიდან 1555 წლამდე. ფატმას ჰყავდა ქალიშვილი აიშე ნესლიშაჰ სულთანი, რომელიც სავარაუდოდ ქარა აჰმედ-ფაშაგან შეეძინა. 1555 წელს ქარა აჰემდ-ფაშა სულეიმან დიდებულის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ფატმა სულთანს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ იანიჩარები. ფატმა სულთანი დაკრძალულია ქმრის გვერდით ქარა აჰმედ-ფაშას სახელობის მეჩეთში. მის პატივსაცემად არქიტექტორმა მიმარ სინანმა 1575 წლეს მეჩეთი ააშენა. გარკვეული დროის განმავლობაში მეჩეთი განადგურდა, მაგრამ 1971 წელს იგი აღადგინეს.[2]

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads