ფერეიდნელები

From Wikipedia, the free encyclopedia

ფერეიდნელები
Remove ads

ფერეიდნელებიირანის ფერეიდანის მხარეში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, მეტყველებენ ქართული ენის ფერეიდნულ კილოზე. ფერეიდნელების რაოდენობას 12-14 ათასი ადამიანით განსაზღვრავენ.

Thumb
ფერეიდუნშაჰრის ენების ინსტიტუტის ქართული კლასის ქართველი მოსწავლეები
Thumb
ფერეიდნელი ქართველი სარა (ქეთი) გუგუჩანი
Thumb
ფერეიდნელი ქართველები ირანის რუკაზე

ისტორია

1616 წელს შაჰ-აბასმა გადაასახლა 100 000-მდე ქართველი უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან ირანის პროვინციებში, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში. მათი უმრავლესობა გასპარსელდა, მხოლოდ ფერეიდანში დასახლებული ქართველების ჯგუფმა შემოინახა ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია. ფერეიდნელი ქართველები ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები: მარტყოფი, ნინოწმინდა, თელავი, ვაშლოვანი. 1840 წელს ფერეიდნელი ქართველები აღწერა ინგლისელმა ჰენრი ლეიარდმა, მისი ცნობით ქალები არ იხურავდნენ ჩადრს, მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეხილეობა. 1894 წელს ფერეიდანი აღწერა ლადო აღნიაშვილმა.

Remove ads

კულტურა

ფერეიდანში მცხოვრები ქართველების კულტურა და ყოფა განსხვავებულია თურქეთში მცხოვრები ქართველების კულტურისა და ყოფისგან, რადგან ფერეიდნელები აღმოჩნდნენ იზოლირებულ მდგომარეობაში. რელიგიამ, ცხოვრების პირობებმა და ეკოლოგიურმა გარემომ მთლიანად შეცვალა მათი ტანისამოსი, სამეურნეო იარაღები და ა. შ. ქართული ყოფიერებიდან შეინარჩუნეს ეგზოგამოურობა, გვარებად დასახლების ფორმა, არ მიიღეს ურვადი (სყიდვითი ქორწინება).

Remove ads

ლიტერატურა

  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 151-152 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads