ფილიპე II მაკედონელი

From Wikipedia, the free encyclopedia

ფილიპე II მაკედონელი
Remove ads

ფილიპე II მაკედონელი, (ბერძ. Φίλιππος Β' ο Μακεδών; დ. დაახლოებით ძვ. წ. 382, პელა — გ. ძვ. წ. 336, ეგია) — ძველი მაკედონიის მეფე (ბასილევსი) ძვ. წ. 359 წლიდან ძვ. წ. 336 წლამდე. ის იყო არგეადების დინასტიის წარმომადგენელი. ისტორიაში მეტწილად შევიდა, როგორც ალექსანდრე დიდის მამა. დაასრულა მაკედონიის სამეფოს გაერთიანება (359), გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას. შექმნა რეგულარული ჯარი და ძლიერი ფლოტი, გარდაქმნა ცხენოსანთა ჯარი, შექმნა სახელგანთქმული მაკედონური ფალანგი. შემოიღო ერთიანი სამონეტო სისტემა და დაიწყო ოქროს მონეტის გამოშვება. ძვ. წ. 359 წლიდან დაიწყო საბერძნეთის ოლქების დაპყრობა, ძვ. წ. 338 წელს მაკედონია უკვე საბოლოოდ ბატონობდა მთელ საბერძნეთზე; ამის შემდეგ შეუდგა მზადებას სპარსეთში სალაშქროდ, მაგრამ სასახლის კარის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

სწრაფი ფაქტები მაკედონიის მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
Remove ads

ლიტერატურა

ფილიპე II მაკედონელი
არგეადების დინასტია
დაიბადა: ძვ. წ. 382 გარდაიცვალა: ძვ. წ. 336
წინამორბედი:
ამინტას IV
მაკედონიის მეფე
ძვ. წ. 359—ძვ. წ. 336
შემდეგი:
ალექსანდრე III
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads