ფრჩხილი

From Wikipedia, the free encyclopedia

ფრჩხილი
Remove ads

ფრჩხილები — კანის დერივატები, რქოვანი წარმონაქმნები, ცხოველთა სახეშეცვლილი ბრჭყალები.

Thumb
ადამიანის ხელის ფრჩხილები

იზრდება ადამიანისა და მაიმუნის ხელისა და ფეხის თითების ბოლო ფალანგების ზურგის ზედაპირზე და იცავს მათ დაზიანებისაგან. ფრჩხილები შედგება ბირთვის ნაშთის მქონე ბრტყელი გარქოვანებული უჯრედებისაგან, რომელთა შეერთებით წარმოიქმნება ერთმანეთის კრამიტისებურად მფარავი ფირფიტები. განარჩევენ ფრჩხილების ძირს, სხეულს და თავისუფალ კიდეს. ძირი და გვერდითი ნაპირები დაფარულია კანით, რომელიც წარმოქმნის ფრჩხილების ირგვლივ საწოლის ღარს. ფესვი კანის სიღრმეშია ჩამჯდარი, ეგრეთ წოდებულ საწოლშია, რომელიც შედგება ეპიდერმისის ჩანასახოვანი შრისა და ელასტიკური ბოჭკოებით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილისაგან (კორიუმი). ჩანასახოვანი შრე უკან თანდათანობით სქელდება და ქმნის ფრჩხილების მატრიცას, სადავ იწყება ფრჩხილების ზრდა (საშუალოდ 3 მმ თვეში).

მაგარი, სწორკუთხა, ჩვეულებრივ მოხრილი ფრჩხილის ფირფიტა თავის ვარდისფერ შეფერილობას იღებს სისხლძარღვოვანი ფრჩხილბუდიდან, რომელთანაც ფირფიტა მყარადაა მიმაგრებული. გამოხატულია ფრჩხილის ნახევარმთვარე ანუ ლუნულა. ფრჩხილის ფირფიტის მეოთხედი (ფრჩხილის ფესვი) დაფარულია ფრჩხილის პროქსიმალური მორგვით. მორგვიდან იზრდება კუტიკულა, იგი ფუნქციონირებს როგორც იზოლატორი, იცავს მორგვს (კანის ნაოჭს) და ფირფიტას შორის არსებულ სივრცეს გარეშე ტენისაგან.

განარჩევენ საკუთრივ ფრჩხილების (ონიქია), ფრჩხილების მიმდებარე ნაწილების (პარონიქია), აგრეთვე ფრჩხილების თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებს.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads