ქალთა საერთაშორისო დღე

From Wikipedia, the free encyclopedia

ქალთა საერთაშორისო დღე
Remove ads

ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს.[1] ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

Thumb
ვერცხლისფერი აკაცია – ქალთა დღის სიმბოლო იტალიაში
Thumb
ავსტრალიის მშენებელ მუშათა ფედერაციის ქალი წევრები (1975 წლის მარტი, სიდნეი)
Thumb
კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.

1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.

Remove ads

წარმოშობის ისტორია

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი გახდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.

Remove ads

8 მარტი დღეს

Thumb
  ოფიციალური დღესასწაული
  დღესასწაული მხოლოდ ქალებისათვის
  არაოფიციალური დღესასწაული
Thumb
ვარშავა, პოლონეთი (2010)
Thumb
ბრაზილია (2013)

8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა. თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს თარიღი ისევ გახდა პოპულარული. 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავშირებით, გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვა გასცა.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას. მრავალი ქვეყნის მთავრობა და ბევრი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads