ქართული ოცნება (კოალიცია)
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კოალიცია ქართული ოცნება — 2011–2016 წლებში საქართველოში არსებული პოლიტიკური კოალიცია. სხვადასხვა პერიოდში კოალიციაში შედიოდა შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და თავისუფალი დემოკრატები.
Remove ads
ისტორია
კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.
2014 წლის 5 ნოემბერს კოალიცია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“.[1] 2016 წელს კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, მრეწველებმა და ეროვნულმა ფორუმმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და გახდა ქვეყნის მმართველი პარტია.
Remove ads
შემადგენლობა
კოალიცია აერთიანებდა ექვს პარტიას:
- ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო — 2011–2016
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია — 2011–2016
- ეროვნული ფორუმი — 2011–2016
- საქართველოს კონსერვატიული პარტია — 2012–2016
- მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს — 2012–2016
- თავისუფალი დემოკრატები — 2011–2014
შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო
საპრეზიდენტო
ადგილობრივი
რესურსები ინტერნეტშიი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads