ქემალფაშა (ართვინი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქემალფაშა (თურქ. Kemalpaşa; ძვ. სახელწოდება — მაკრიალი,[2] ადგილობრივი ლაზები ნოღედსაც უწოდებენ) — ქალაქი თურქეთში, ართვინის პროვინციის ქემალფაშის რაიონში რაიონში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 5 კილომეტრში. მოსახლეობა 4 894 ადამიანი (2011 წ.)[3]. 2017 წელს გახდა ართვინის პროვინციის რაიონი.[4]
Remove ads
ისტორია
სასაზღვრო ზონაში მდებარე მაკრიალი სხვადასხვა ეპოქაში მოიაზრებოდა ჭანეთსა და კლარჯეთში, ზღვისპირისა და გონიას მიკროპროვინციებში.
არის მოსაზრება, რომ მაკრიალი არის პტოლემაიოსთან (II ს.) დამოწმებული პუნქტი ქსილინე. ტოპონიმი, რომელიც შესაძლოა მაკრონების ტომის სახელწოდებასთან იყოს დაკავშირებული. წერილობით წყაროებში პირველად გვხვდება მიქელ პანარეტოსთან (XIV ს.) მაკროსეგიალოსი/მაკრეგიალუსი („გრძელი სანაპირო“) ფორმით, რაც ადგილ. სახელის ბერძნულად გადააზრების გზით უნდა იყოს მიღებული. ავტორის მიხედვით, ამ ადგილს ორი დინასტიური ქორწინების ფაქტი უკავშირდება: 1367 ივნისში ლაზიკეში, მაკრიალში, „ხმელეთითა და ზღვით“ ჩავიდა ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III-ის ამალა, რ-მაც საქართველოს მეფე ბაგრატ V-ს იმპერატორის ქალიშვილი ანა მიათხოვა (კონტექსტიდან ჩანს, თითქოს ჯვრისწერა/ქორწილი აქვე შედგა); 1377 მაკრიალში გაატარა ზაფხული იმავე ალექსი III-მ. გონიიდან დავით IX-ის ასულის (ბაგრატის დის), გულქან-ხათუნის ჩასვლის შემდეგ ამალა ტრაპიზონისკენ დაიძრა, სადაც მას ევდოკია უწოდეს და უფლისწულ მანუელზე (შემდგომში – იმპერატორი მანუელ III) დააქორწინეს. აღნიშნული ცნობებიდან ირკვევა, რომ მაკრიალი არა მხოლოდ სასაზღვრო ზონაა ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოს სამეფოს შორის (ამ უკანასკნელის შემადგენლობაში), არამედ პრაქტიკული საგზაო კვანძია რეგიონის სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაში.
საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ მაკრიალი შედიოდა იმერეთის სამეფოში, სამცხე-საათაბაგოსა და გურიის სამთავროებში; ხოლო 1551 წელს ოსმალეთის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ – ტრაპიზონის ვილაიეთის არქაბეს კაზას გონიოს ნაჰიეში. მაკრიალის თემში შედიოდა სოფლები მაკრიალი, სარფი, ლიმანი და კარაშარვარი. 1878 წლიდან გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ბათუმის ოკრუგის გონიოს უბანში. დასახლებული იყო ლაზებით. მუჰაჯირობის გამო მცხოვრებთა რიცვხი შემცირდა 189-დან 75-მდე.[5]
1920-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, 1921-იდან კი თურქეთის შემადგენლობაშია. ქალაქის სტატუსი მიიღო 1987 წელს[6].
Remove ads
ღირსშესანიშნაობები
ეკლესია
მაკრიალის სიძველეებიდან აღსანიშნავია ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსი, რომელიც შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიისაგან და მასზე დასავლეთიდან მიყრდნობილი 3-სართულიან ოთხკუთხა კოშკისგან (სიმაღლე – 12 მ). სართულები კამარებითაა გადახურული. ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია აგური, აგრეთვე კერამიკული ფრაგმენტები – ამფორები, დოქები, წყალგაყვანილობის მილები და სხვა, რომლებიც უფრო ადრეული (სავარაუდოდ, გვიანრომაული) პერიოდისაა. კოშკის ქვედა დონეზე შეინიშნება ქვიშაქვის კვადრები, ასევე მეორადი გამოყენების შედეგად მოხვედრილი. სავარაუდოდ, კოშკი თავდაცვითი ნაგებობის გარდა ერთგვარი ორიენტირიც („შუქურა“) უნდა ყოფილიყო.
ხიდი
Remove ads
გალერეა
ძველი ხიდი ქემალფაშაში
ჯაბა ლაბაძის ფოტოქემალფაშის მეჩეთი
ჯაბა ლაბაძის ფოტოსასტუმრო სარფი ქემალფაშაში
ჯაბა ლაბაძის ფოტოქემალფაშის ერთ-ერთი დასახლების ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
- მიქელ პანარეტოსი, ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა..., გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილმა გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რედ. შ. მამულაძე, ე. კახიძე, ბათ., 2014;
- ტაო-კლარჯეთი, ისტორიისა და კულტურის ძეგლები, კატალოგი, რედ. ბ. კუდავა, თბ., 2018.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads