ქვემო ქართლის მხარე
მხარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარეკახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსრის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
Remove ads
ადმინისტრაციული დაყოფა
ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ.
მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10 %-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 424 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
Remove ads
მოსახლეობა
ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.
მმართველობა
მხარეში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე 1994 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობდნენ:
- 1994 — ლევან მამალაძე;
- 2003 — ზურაბ მელიქიშვილი;
- 2004 — იოსებ მაზმიშვილი;
- 2004 — ზურაბ მელიქიშვილი (მეორეჯერ);
- 2008 — დავით კირკიტაძე;
- 2012 — სულხან სიბაშვილი;
- 2014 — პაატა ხიზანაშვილი;
- 2017 — გრიგოლ ნემსაძე.
ეკონომიკა
მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20 %–ს იძლევა.
ღირსშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2022-01-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads