ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლებელი From Wikipedia, the free encyclopedia

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Remove ads

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) — უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, მდებარეობს ქუთაისში. უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა.

სწრაფი ფაქტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაფუძნდა ...
Remove ads

ისტორია

1918 წელს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელისუფლებამ 1930 წელს გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1930-1933 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ აღდგა, ხოლო პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადაიტანეს. 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. 1990 წლის 3 სექტემბერს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 1974 წლიდან არსებობდა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ნ. მუსხელიშვილის სახელობისა, რომელიც შემდგომ ქუთაისის ტენიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 2006 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდა და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.[2].

უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982), მათე მირიანაშვილი (1906-1975), შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) და სხვა.

Remove ads

რექტორთა სია

ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორები

  • ღენტორ რუხაძე 1933
  • დავით გვაზავა 1933-1935
  • ალექსანდრე პაპავა 1935-1936
  • დავით დოლიძე 1936- 1937
  • ნესტორ მექვაბიშვილი 1937
  • ლუკა ჭელიძე 1937-1962
  • ივანე გოშხეთელიანი 1962-1965
  • კონსტანტინე მეძველია 1965-1973
  • გივი ჩხაიძე 1974-1978
  • ოთარ ბაკურაძე 1978-1986
  • ნანული კაკაურიძე 1986-1990

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები

ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორები

ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები

Remove ads

ფაკულტეტები

2019 წლის მონაცემებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე[3]:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • პედაგოგიური ფაკულტეტი
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა ფაკულტეტი
  • ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • მედიცინის ფაკულტეტი
  • საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტი
  • საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი
  • აგრარული ფაკულტეტი
  • საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads