შაკირა

From Wikipedia, the free encyclopedia

შაკირა
Remove ads

შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი (დ. 2 თებერვალი, 1977) — ცნობილი როგორც შაკირა, კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი და მოცეკვავეა, რომელიც ლათინური ამერიკის პოპ მუსიკის სცენაზე წამყვანი ფიგურაა შუა 1990-იანი წლებიდან. 2001 წელს იგი ინგლისურენოვან ბაზარზე შეიჭრა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომით Laundry Service, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 13 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[2] ორგზის გრემის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 70 მილიონი ალბომით. ის ასევე ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალია, რომელმაც პირველ ადგილს მიაწია Billboard Hot 100, Australian ARIA, United World Chart და UK Singles Chart-ში. United World Chart-ის ინფორმაციით შაკირა 2007 წლისათვის 2000-იან წლების ყველაზე წარმატებული მეოთხე შემსრულებელი იყო.

სწრაფი ფაქტები შაკირა, ბიოგრაფია ...

შაკირას მამა ლიბანელია, დედა კი კოლუმბიელი. მას შვიდი და-ძმა ჰყავს. შაკირას თავისი დამსახურებების გამო ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, ხოლო მშობლიურ ქალაქში მომღერლის ქანდაკება აღმართეს.

Remove ads

სხვა საქმიანობა

შაკირამ დააარსა ბავშვთა უფლებათა დაცვის ფონდი „Pies Descalzos“ .

დისკოგრაფია

  • Magia (1991)
  • Peligro (1993)
  • Pies Descalzos (1995)
  • Dónde Están los Ladrones? (1998)
  • Laundry Service (2001)
  • Fijación Oral Vol. 1 (2005)
  • Oral Fixation, Vol. 2 (2005)
  • She Wolf (2009)
  • Sale el Sol (2010)
  • Shakira (2014)
  • El Dorado (2017)
  • Las Mujeres Ya No Lloran (2024)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads