შევარდენი-1906 თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

ქართული საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia

შევარდენი-1906 თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

შევარდენი-1906ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. 1986 წლის საქართველოს სსრ ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, 1992–93 წლების ვიცე-ჩემპიონი. პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე. ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი საქართველოში.[კომ. 1]

სწრაფი ფაქტები დაარსდა, სტადიონი ...
Remove ads

ისტორია

კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ სვატოშს (Jaroslav Svatoš). XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება „სოკოლიდან“ საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია „სოკოლი“, 1906 წლიდან — „შევარდენი“. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელობდნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.

კლუბი „შევარდენი“ ტფილისი ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1–0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ადგილობრივ შეჯიბრებებში.

Remove ads

1980-იანები

1987 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო სსრ კავშირის პირველობაზე, მეორე ლიგის IX ზონაში, სადაც 30 ჩატარებული თამაშიდან 14 მოიგო, 12 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 32 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.[2]

1988 წელს იმავე პირველობაზე ჩატარებული 30 თამაშიდან 8 მოიგო, 18 დათმო, 4 ფრედ დაამთავრა და 20 ქულით 16 გუნდში მე-14 ადგილზე გავიდა.[3]

1989 წელს იმავე პირველობაზე და იმავე ზონაში ჩატარებული 42 თამაშიდან 11 მოიგო, 25 დათმო, 6 ფრედ დაამთავრა და 28 ქულით გათამაშების მონაწილე 22 გუნდს შორის მე-20 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.[4]

საქართველოს 1986 წლის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდის, თბილისის „შევარდენის“ (სპი) შემადგენლობაში იყვნენ: ი. ბერაძე, მ. კორსავა, ბ, ჩადუნელი, გ. ბანცური, გ. მენთეშაშვილი, გ. ქობელაშვილი თ. დეკანოსიძე, გ. ჯოჯუა, მ. შალამბერიძე, დ. ქადაგიძე, გ. ჯიშკარიანი, კ. კოპალეიშვილი, ზ. ბაკურაძე, გ. ჯაკობია, კ. გოგიჩაიშვილი, გ. მესხაძე, გ. ლოგუა, დ. უგრელიძე, თ. ყოლბაია, გ. ხატიაშვილი, გუნდის უფროსი მწვრთნელი — მ. ხურცილავა, გუნდის უფროსი — ნ. ბუსკაძე.[5]

საქართველოს სუპერთასი 1986

Thumb
გაზ. „ლელო“, 21.12.1986

1986 წლის 21 დეკემბერს თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის სტადიონზე გაიმართა საქართველოს სუპერთასის მატჩი ფეხბურთში. ერთმანეთს შეხვდნენ რესპუბლიკის ჩემპიონი „შევარდენი“-სპი (თბილისი) და თასის მფლობელი „მადნეული“ (ბოლნისი). სპორტული პრესის შეფასებით ეს იყო სეზონის ფინიშის მეტად საინტერესო თამაში, სადაც გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც დიდი მონდომება, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და, თუმცა, გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ბოლნისელი ფეხბურთელებიც ღირსეულად გამოიყურებოდნენ.

თამაშის დასაწყისი „მადნეულის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მე-18 წუთზე „შევარდენი“-სპი-მ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, რაც მენთეშაშვილის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. ათიოდე წუთის შემდეგ ასეთივე კონტრშეტევის დროს მასპინძლები ჯოჯუამ დააწინაურა — 2–0. ბრძოლის სიმწვავე შესვენების შემდეგაც არ დამცხრალა, ქობელაშვილმა ანგარიში 3–0-მდე გაზარდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე თბილისელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბოლნისელთა მეკარე კუდუხოვმა ზუსტად გამოიყენა.

საქართველოს 1986 წლის სუპერთასი ჩემპიონის გამარჯვებით — 3–1 დამთავრდა, საპატიო ჯილდო თბილისის „შევარდენი“-სპი-მ (გუნდის მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი მ. ხურცილავა) ჩაიბარა.[6]

შემადგენლობა 1989

მწვრთნელები
ალექსანდრე კოტრიკაძე (მთ. მწვრთნელი), ელგუჯა გიორგის ძე ხუციშვილი (მწვრთნელი), უშანგ ისიდორეს ძე შევარდნაძე (გუნდის უფროსი).
მეკარე
გიორგი მეცხვარიშვილი (1965).
მცველები
სულხან ახალბედაშვილი (1964), გოჩა ბოხუა (1967), გიორგი მღვდელაძე (1967), თამაზ სამხარაძე (1967), ფირუზ ხარებაშვილი (1972), გიორგი ელიაშვილი (1962).
ნახევარმცველები
კობა ამბიძე (1967), გოჩა გველესიანი (1968), დემურ გიორგობიანი (1968), ნორმენ ტარტარაშვილი (1965).
თავდამსხმელები
ბახვა ამბიძე (1963), კობა ამირეჯიბი (1972), კარენ კირაკოსოვი (1973), გიორგი ჭინჭარაული (1967).[7]
Remove ads

1990-იანები

1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და მას ოფიციალურად ეწოდა „შევარდენი 1906“. ამავე წელს გუნდმა იასპარეზა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე.

შემადგენლობა 1990

მწვრთნელები
გ. ხუციშვილი (მთ. მწვრთნელი).
მეკარეები
ჯუმბერ გვაზავა (29.01.1972), ვეფხია გვენცაძე (19.02.1963), გუბაზ დოლიძე (11.06.1969).
მცველები
გიორგი ძნელაძე (30.08.1968), კახაბერ კოპალეიშვილი (30.03.1966), მურმან მურმანიშვილი (28.02.1972), დავით ობოლაძე (1972), თამაზ სამხარაძე (27.08.1967), ბაგრატ ჩადუნელი (19.10.1966), თეიმურაზ შალამბერიძე (08.12.1969).
ნახევარმცველები
გოჩა ჯოხაძე (15.12.1959), მერაბ ჟორდანია (30.09.1960), ნუკრი კაკილაშვილი (28.05.1960), ლევან ყიფიანი (06.09.1971), ემზარ ყულიაშვილი (01.01.1968), ნორმენ ტარტარაშვილი (26.12.1965), გიორგი ელიაშვილი (29.07.1962).
თავდამსხმელები
გია ქობელაშვილი (02.06.1963), ვაჟა ჟვანია (05.11.1960), დიმიტრი ზეიკიძე (02.01.1971), მამუკა მინაშვილი (03.04.1971), ზაზა სხირტლაძე (1970), პაატა ჩხეიძე (1969).[8]

შემადგენლობა 1993

მწვრთნელები
მურთაზ ხურცილავა (მთ. მწვრთნელი).
გუნდის მოთამაშეები
გრიგოლ ჭანტურია, რევაზ ნაჭყეპია, გელა კვიტატიანი, ანზორ შურღაია, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, მამია ჯიქია, გიორგი ელიაშვილი, გიორგი ნადირაძე, ზაალ ქოჩლაძე, ზაზა ბაკურაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამუკა ფანცულაია, ზაზა ჯანაშია.

შემადგენლობა 1994

მწვრთნელები
მურთაზ ხურცილავა (მთ. მწვრთნელი).
გუნდის მოთამაშეები
გრიგოლ ჭანტურია, გიორგი ელიაშვილი, გელა კვიტატიანი, კოტე მელქაძე, გია ჯიშკარიანი, გიორგი ნადირაძე, ნორმენ ტარტარაშვილი, შერმადინ დანელია, რომეო გოგიტაძე, კახი გოგიჩაიშვილი, მამია ჯიქია, ლაშა ბუკია, ზაზა ჯანაშია.[9]

შემადგენლობა 1995

მწვრთნელები
ჯონი ჯანელიძე (მთ. მწვრთნელი).
გუნდის მოთამაშეები
ივანე ბერაძე, ედიშერ ალადაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, სოსო თამაზაშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, გიზო ჯელაძე, ილია კანკავა, ნუკრი მინდიაშვილი, დავით გოდერძიშვილი, გიორგი მაზანიშვილი, ზურაბ ქოიავა, მერაბ ამისულაშვილი, კახა გოგოლაძე.

2000-იანები

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნა და ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში დააქვეითა, ასევე მოხსნა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდანაც, ხოლო გუნდის რამდენიმე მოთამაშეს სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალა. ეროვნული ლიგის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ტურის შემდეგ, მოხდა გუნდის შედეგების ანულირება.[1][10]

შემადგენლობა 2022

2022 „შევარდენი-1906“ თბილისი 2022
Thumbმთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელიაThumb
მეკარეები: გიორგი ნადირაძე, გიორგი გაბუნია, საბა ასათიანი.
მცველები: ომარ ბულუხაძე, ანდრი სლინკინი, თომა ხუბაშვილი, ბადრი აქუბარდია, დმიტრო ზოზულია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი.
ნახევარმცველები: ილია რეხვიაშვილი, ოლეკსანდრ ვეჩტომოვი, ნიკა ქორიძე, გიორგი ჩელებაძე, სერგი აბრამიშვილი, ევგენი ლოზოვიი, ალონსო პირტი, ნიკა კვანტალიანი, გიორგი აბაშიძე, ოთარ გაგნიძე, ანდრი მოსტოვიი, ბექა ნიკოლაშვილი.
თავდამსხმელები: იგორ კირიენკო, გიორგი სამყურაშვილი, სტანისლავ სოროკინი.
Remove ads

სახელწოდებები

მეტი ინფორმაცია წლები, სახელწოდება ...

მიღწევები

საქართველოს დროშა უმაღლესი ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1992–93
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1986[11]
  • მესამე ადგილი: 1985[11]
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ სუპერთასი
  • სუპერთასის მფლობელი: 1986[12][6][13]

ცნობილი ფეხბურთელები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987.  გვ. 108–110, 112. 168 გვ.
  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989.  გვ. 75. 158 გვ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მეტი ინფორმაცია სოციალური ქსელები, Facebook ...
მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
მეტი ინფორმაცია მედია, Lelo.ge · Sportall.ge ...
მეტი ინფორმაცია „ლელო“ ...
Remove ads

კომენტარები

  1. თამაშობდა უმაღლეს ლიგაში 1996 წლამდე, შემდეგ შეუერთდა პირველი ლიგის თბილისის უნივერსიტეტს, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა ― თსუ თბილისი.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads