შტეფან ლიხტშტაინერი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
შტეფან ლიხტშტაინერი (დ. 16 იანვარი, 1984, ადლიგენსვილი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფეხბურთელი, კარიერა დაამთავრა 2020 წლის აგვისტოში. ის იყო უნივერსალური ფეხბურთელი, თამაშობდა მარცხენა მცველის და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.
Remove ads
საკლუბო კარიერა
დაიბადა ადლიგენსვილში, ლუცერნის კანტონში. 2001-2002 წლების სეზონში „გრასჰოპერსში“ ჩაატარა ერთი მატჩი შვეიცარიის სუპერლიგაში, მაგრამ შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
ლილი
ლიხტშტაინერი 2005 წელს გადავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბ „ლილში“. ის მალე დამკვიდრდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და დაეხმარა კლუბს მესამე ადგილის დაკავებაში და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში. მისი ბოლო სეზონი წარუმატებელი გამოდგა „ლილისთვის“, ჩემპიონატში დაიკავა მეშვიდე ადგილი. ლიხტშტაინერმა იმ სეზონში კლუბის მაისურით გაიტანა 4 გოლი.
ლაციო
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ ლიხტშტაინერით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის „პარი სენ-ჟერმენი“ და ევერტონი. მან უარყო „პარი სენ-ჟერმენის“ შემოთავაზება და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა სერია A-ს კლუბ „ლაციოსთან“.
იუვენტუსი
2011 წლის 27 ივნისს „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ ლიხტშტაინერმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და შეთანხმდა ტრანსფერი, რომლის საფასურიც შეადგენდა 10 მილიონ ევროს. ტრანსფერი შედგა 2011 წლის 1 ივლისს. მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 11 სექტემბერს „პარმასთან“ 4-1 მოგებულ მატჩში, რომელიც გოლით აღნიშნა. ეს იყო პირველი გოლი „იუვენტუსის“ ახალ სტადიონზე.
Remove ads
სანაკრებო კარიერა
ლიხტშტაინერი თამაშობდა შვეიცარიის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. პირველად ეროვნული ნაკრებში გამოიძახეს 2005 წელს, მაგრამ მაშინ თამაშის საშუალება არ მისცემია. 2006 წლის 11 სექტემბერს შედგა მისი სანაკრებო დებიუტი ბრაზილიის ნაკრებთან 2-1 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.
ტიტულები
- შვეიცარიის სუპერლიგა: 2002–03
- იტალიის თასი: 2008-09
- იტალიის სუპერთასი: 2009
- სერია A (7): 2011-12, 2012-13, 2013-14, 2014-15, 2015-16, 2016–17, 2017–18
- იტალიის სუპერთასი (3): 2012, 2013, 2015; ვერცხლის პრიზიორი: 2014
- იტალიის თასი (4): 2014-15, 2015–16, 2016–17, 2017–18; ვერცხლის პრიზიორი: 2011-12
- უეფას ჩემპიონთა ლიგა: ვერცხლის პრიზიორი: 2014-15
ინდივიდუალური
- შვეიცარიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2015
რესურსები ინტერნეტში
- შტეფან ლიხტშტაინერის გვერდი „იუვენტუსის“ ოფიციალურ საიტზე
- (გერმანული) Profile on Swiss FA website
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads