ჩერქეზეთი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჩერქეზეთი
Remove ads

ჩერქეზეთი — ისტორიული მხარე, დღევანდელი ყაბარდოს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთ ნაწილი, ადიღესა და სოჭის მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიები. კავკასიის ეს ნაწილი ქართულ წყაროებში ქაშაგეთადაც გვხვდება. ამ მიწაზე ძირითადად ჩერქეზული ტომები სახლობდნენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ადიღეელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, უბიხები, აბაზგები. თუმცა დღეს ეს ერები ერთმანეთისგან გამიჯნულნი არიან, ხოლო უბიხები რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად საერთოდ გაქრნენ.

Thumb
ჩერქეზეთის რუკა რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს, 1840

ლინგვისტური კლასიფიკაციით ჩერქეზეთის ტერიტორია წარმოდგენილია აფხაზურ-ადიღური ენათა ოჯახის ადიღური ენებით, რომელთა რიცხვში არ შედის უბიხური ენა, არამედ წარმოდგენილია ადიღური და აფხაზური ენების გვერდით ცალკე.

Remove ads

ლიტერატურა

Remove ads
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads