ჩრდილოეთ კორეის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (კორ. 조선민주주의인민공화국의 국장) — კსდრს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო.
2009 წლის კსდრ-ს კონსტიტუციის 169-ე მუხლის მიხედვით
![]() |
„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი თავისი სახით წარმოადგენს ოვალს ბრინჯის თავთავებით, გადაჯაჭვული წითელი ლენტებითა და წარწერით „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“. ოვალის შიგნით გამოსახულია დიდი ჰიდროელექტროსადგური, ხოლო მას ზემოთ — რევოლუციის წმინდა მთა პექტუსანი და წითელი ხუთკუთხა ვარსკვლავი, საიდანაც ნათელი სხივები ასხივებს.“ |
გერბი შექმნილია საბჭოთა კავშირის გერბთა საბაზო კონსტრუქციის ყველა ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მიღებული იყო ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რაც ნათლად ასახავს კავშირს კომუნისტურ იდეალოგიასთან.

Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- National Emblem of the DPRK დაარქივებული 2016-04-29 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads