წებელდის კანკელის ფრაგმენტები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
წებელდის კანკელის ფრაგმენტები — შუა საუკუნეების მცირე ფორმის ქართულ არქიტექტურულ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საკურთხევლის კანკელის ორ ფილას, რომელიც XIX საუკუნეში სოფელ წებელდასთან აღმოჩნდა და დათარიღებულია VII-VIII საუკუნეებით. წებელდის საკურთხევლის კანკელის ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტები, მრავალრიცხოვანი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები. ამ რაოდენობის ბიბლიური სიუჟეტით შემკული კანკელი უცნობია ქრისტიანული ხელოვნებისათვის. ეს ფილები გამოსახვის ხერხებითა და ტექნიკით ახლოს დგას საქართველოს სხვა რეგიონების მცირე ფორმის არქიტექტურულ ძეგლებთან.
Remove ads
აღმოჩენის ადგილი
საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფელი წებელდა.
ამჟამინდელი მდგომარეობა
წებელდის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ლიტერატურა
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბილისი, 2015
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads