ხალდე

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia

ხალდე
Remove ads

ხალდე[2]სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემში (სოფლები: დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლალხორი, ხალდე, ხე). მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ. მესტიიდან 40 კმ.

Remove ads

ისტორია

ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია სიმღერა-ფერხული „გაულ-გავხე“.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ლიტერატურა

  • ნ. შოშიტაშვილი, ხალდეს აჯანყება (1875-1876), ჟურნალი „ისტორიანი“, N 2, 2012 წ. გვ. 40-47

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads