ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი — ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
Remove ads
აღწერილობა
გერბის ფარის მეწამულ ველს ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი ჰყოფს სამ ნაწილად; ზედა ნაწილზე მოთავსებულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი, ფარზე მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ქონგურისებურად და იყოფა ლაჟვარდის და ოქროს ველებად. ოქროს ველი შუაში ნახევრად ჩაჭრილი და ქონგურების გარეშეა; ლაჟვარდოვან ველზე მოთავსებულია ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხაშური“.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads