ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ხინოწმინდა (2018 წლის 2 თებერვლამდე — „ხინო“[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში (სოფლები: დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ჭახათი, ხინოწმინდა). მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ. ჭახათიდან 26 კმ., ქობულეთიდან 44 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.[1] სოფლის ტერიტორიაზე არის 7 მეტრი სიღრმის შავი ტბა.
Remove ads
დემოგრაფია
ისტორია
სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინოს საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა.
ხინოწმინდის ეკლესია
ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აჭის ეკლესიის მსგავსი იყო, უგუმბათო და 1860-იანი წლების შუაში დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეგვტერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.
ფოტოგალერეა
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
- ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 83.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads