ხორხე ვალდანო
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ხორხე ალბერტო ფრანსისკო ვალდანო კასტელანოსი (ესპ. Jorge Alberto Francisco Valdano Castellanos; დ. 4 ოქტომბერი, 1955, ლას-პარეხასი, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ხორხე ვალდანო. იცავდა „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ალავესის“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მადრიდის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2][3][4]
ზოგჯერ ვალდანოს მეტსახელად „ფეხბურთის ფილოსოფოსს“ უწოდებენ. იგი ერთ-ერთია იმ შვიდ არგენტინელ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გოლის გატანა შეძლეს.
Remove ads
კარიერა
საკლუბო კარიერა
ვალდანო „ნიუელს ოლდ ბოისის“ გუნდის წარმომადგენლებმა მოზარდ ფეხბურთელთა ერთ-ერთ ტურნირზე შენიშნეს და გუნდში მიიწვიეს. იგი ჯერ 17 წლისაც არ იყო, როდესაც „ნიუელსის“ პირველი გუნდის ძირითადში ითამაშა. ადრეული ასაკიდანვე მას გამოარჩევდა ორივე ფეხით კარგად დარტყმისა და თავით კარგად თამაშის, ასევე შეტევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავების და საჭიროების შემთხვევაში — ნახევარდაცვაშიც მაღალ დონეზე თამაშის უნარი. გარდა ამისა, თავდამსხმელი არ იყო თანაგუნდელებს შორის თავის წარმოჩენისა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილი და უმთავრესად გუნდური თამაშით გამოირჩეოდა. 1974 წელს მისი დახმარებით, კლუბმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიგო. სულ, „ნიუელსის“ მაისურით 1973–1975 წლების განმავლობაში ეროვნული პირველობის ფარგლებში ჩატარებულ 46 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
1975 წელს ვალდანომ ევროპაში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც იმ დროისთვის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ალავესში“ დაიწყო თამაში. საერთო ჯამში მის რიგებში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 107 შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და 21 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი საკმაოდ სწრაფად გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე და გულშემატკივართა სიმპათიებიც მალე მოიპოვა, „ალავესმა“ ოთხი წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხა სათამაშო კლასის იმ დონეზე ამაღლება, რაც კლუბს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში აღზევების საშუალებას მისცემდა.
შედეგად, 1979 წელს, 24 წლის ასაკში, ვალდანომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „რეალ სარაგოსას“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1984 წლების განმავლობაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 143 მატჩში 46 გოლი გაიტანა. მართალია, გუნდი მისი რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილებზე პრეტენზიებს არ აცხადებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესპანეთის საფეხბურთო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ყოველწლიურად ახერხებდა. კლუბის შემადგენლობაში არგენტინელის ყველაზე წარმატებული 1982–83 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც „სარაგოსა“ ესპანეთის პრიმერის მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო ხორხე კლუბის მაისურით გატანილი 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
„სარაგოსას“ რიგებში საკმაოდ შედეგიანმა და გამორჩეულად სტაბილურმა თამაშმა მას შესაძლებლობა მისცა 1984 წლიდან ესპანური გრანდის მადრიდის „რეალის“ რიგებში განეგრძო საკლუბო კარიერა. პირველივე სეზონის ბოლოს (1984–85), არგენტინელი 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას შემდეგ, რაც მადრიდელთა გუნდს მექსიკელი უგო სანჩესი შეუერთდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ევროპული და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოყალიბდა — ვალდანოს, სანჩესისა და ემილიო ბუტრაგენიოს შემადგენლობით.
სანაკრებო კარიერა
1975–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 23 შეხვედრას ატარებს და 7 ბურთი გააქვს.[5]
Remove ads
სტატისტიკა
საკლუბო
სანაკრებო
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ვალდანომ მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.[6][7][8]
მიღწევები
საკლუბო
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 1985–86, 1986–87
- ესპანეთის ლიგის თასი: 1985
- უეფა-ს თასი: 1984–85, 1985–86[9]
სანაკრებო
ინდივიდუალური
სამწვრთნელო
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 1994–95
ბიბლიოგრაფია
- Valdano, Jorge (2016). Fútbol: El juego infinito. Penguin Random House Grupo Editorial España. ISBN 6073-14450-4
- Valdano, Jorge (2013). Los 11 poderes del lider. El futbol como escuela de exito (Spanish Edition). Conecta. ISBN 6073-11867-8
- Valdano, Jorge (1998). Cuentos de fútbol. Alfaguara. ISBN 8420-48200-5
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads