ჯაბა იოსელიანი

ქართველი პოლიტიკოსი, მწერალი და კანონიერი ქურდი From Wikipedia, the free encyclopedia

ჯაბა იოსელიანი
Remove ads

ჯაბა იოსელიანი (დ. 10 ივლისი, 1926, ხაშური — გ. 4 მარტი, 2003, თბილისი) — XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკოსი, კანონიერი ქურდი, „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, სამხედრო მეთაური და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის“ დამაარსებელი და ლიდერი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.
სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, წინამორბედი ...
Thumb
ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი
Remove ads

ბიოგრაფია

დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. პირველად დააპატიმრეს 1942 წელს. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 25 წელი მიესაჯა. 17 წელი ციხეში გაატარა.[1] 1965 წელს ჯაბა იოსელიანი ისევ ციხეში მოხვდა, ამჯერად მკვლელობისთვის. ის წამყვანი ფიგურა გახდა რუსეთის კრიმინალურ სამყაროში, როგორც კანონიერი ქურდი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის. მიიღო პროფესორის წოდება თეატრალური ხელოვნების სფეროში საქმიანობისთვის.

1989 წლის აგვისტოში დააარსა შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება მხედრიონი. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დაცვა სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს.[2]

1991 წლის 27 დეკემბერს იოსელიანი ციხიდან გაიქცა და მონაწილეობა მიიღო გამსახურდიას ჩამოგდებაში. იოსელიანი გახდა 1992 წლის იანვარ-მარტში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი,[3][4] ხოლო მოგვიანებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი პარლამენტის შენობაში ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, ნაძალადევის მაჟორიტარი). იოსელიანი მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფხაზეთის ომში, რომელიც საქართველოს დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში. 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის გამო იოსელიანი დააპატიმრეს, მხედრიონი კი დაშალეს და აკრძალეს.

დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Remove ads

ლიტერატურული საქმიანობა

ჯაბა იოსელიანი ავტორია სამი მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ოთხი რომანის და ექვსი სპექტაკლის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა თეატრებში დაიდგა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. გამოიცა რუსულ ენაზე ნათარგმნი მისი ორი წიგნი „ლიმონათის ქვეყანა“ და „სამი განზომილება“. საკუთარ წიგნში „ლიმონათის ქვეყანა“ იგი მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებაზე, 2002 წელს ასევე დაესწრო წიგნის პრეზენტაციას მოსკოვში.[5] ლევ ანინსკის ჟურნალში „ხალხთა მეგობრობა“ („Дружба народов“) აღწერა რომანი „ლიმონათის ქვეყანა“ საკუთარ ესეში.[6] რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ რომანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა: როგორც ჩანს, ის იყო საინტერესო ადამიანი, კაცი დიდი ვნებებით, წინააღმდეგობებით და საუცხოო პიროვნებით.[7]

Remove ads

მოღვაწეობა

  • მაშველთა კორპუსის საპატიო თავმჯდომარე (1989-1995)
  • საგანგებო მდგომარეობის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე (1993-1994)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1995)
  • საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი (1992-1992)

ნაწარმოებები

  • ლიმონათის ქვეყანა - თბილისი, აზრი, 2001. - 496გვ. 2000 ეგზემპლარი. - ISBN: 99928-70-47-8.
  • სამი განზომილება - თბილისი, აზრი, 1999. - 511გვ. 2000 ეგზემპლარი. - ISBN: 99928-70-12-5

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads