ჯავა
დაბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჯავა[4][5] — დაბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ სიმაღლეზე, ქალაქ ცხინვალიდან დაშორებულია 22 კმ-ით. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის (ბალნეოლოგიური დაწესებულებები) ობიექტები, მცირე საწარმოები.
Remove ads
ისტორია
XX საუკუნის დასაწყისში ჯავის სამამასახლისოში შედიოდა სოფლები ნინიევკა (ნინია), ბუზალა, ბარსი, კოდობინა, პატარა გუფთა, ანძისი, ახალსოფელი და ჯირი (საკირე).[6]
1921 წელს ჯავის თემი მასში შემავალი 23 სოფლით მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922 წელს გახდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დაბა ჯავაში მდებარეობს ჯავის დედაღვთისას ეკლესია, ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) და დედაღვთისას ეკლესია სასაფლაოზე.
Remove ads
კურორტი
ჯავა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი „ძაუ“.
თბილისში არსებობს ჯავის ქუჩა.
ლიტერატურა
- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 524.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads