ცხენისმუხლა

From Wikipedia, the free encyclopedia

ცხენისმუხლა
Remove ads

ცხენისმუხლა, ეფედრა, ჯორისძუა (ლათ. Ephedra) — შიშველთესლოვან მერქნიან მცენარეთა ერთადერთი გვარი ეფედრასებრთა ოჯახისა. ტოტებმცვივანი ორ- ან ერთსახლიანი ჯუჯა ბუჩქებია, ზოგჯერ ლიანასებრ მცოცავი, იშვიათად პატარა ხეები. სიმაღლე 2 სმ-დან 5 მეტრამდე აღწევს.

სწრაფი ფაქტები ცხენისმუხლა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...

40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. კავკასიაში იზრდება 4 სახეობა, მათგან 2 საქართველოშიც გვხვდება. ცხენისმუხლა იზრდება უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს, ველისა და მთის ქსეროფიტების სარტყელებში, ქვიშიან, თიხიან, ხირხატიან კლდოვან ადგილებზე, მოშიშვლებულ მთის ქანებზე, რიყეზე. გვალვაგამძლეა, იტანს ნიადაგის დამლაშებას. შეიცავს ალკალოიდ ეფედრინს. თავდაპირველად შხამიანია, მოყინვის შემდეგ კი თითქმის უვნებელია. მისი კენკრა გირჩა იჭმება.

Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads