ჯუბა

From Wikipedia, the free encyclopedia

ჯუბა
Remove ads

ჯუბა (ინგლ. Juba, არაბ. جوبا) — სამხრეთ სუდანის დედაქალაქი. შტატ ცენტრალური ეკვატორიის ადმინისტრაციული ცენტრი. 2008 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 230 195 კაცი.[1]

სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
Remove ads

ისტორია

ქალაქი დაარსდა XIX საუკუნეში, როგორც ვაჭრობის ცენტრი და ეწოდებოდა გონდოკორო. ბრიტანელების სუდანის სამხრეთი ნაწილის უგანდასთან გაერთიანების სურვილმა კრახი განიცადა, როდესაც 1947 წელს ჯუბაში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩრდილოეთი და სამხრეთი სუდანის გაერთიანების შესახებ. 1955 წელს ქალაქში ჯარისკაცების ამბოხს სამხრეთიდან მოჰყვა სუდანის პირველი სამოქალაქო ომი, რომელიც მხოლოდ 1972 წელს დამთავრდა.

1977 წელს ქალაქში გაიხსნა უნივერსიტეტი. სუდანის მეორე სამოქალაქო ომის პერიოდში ჯუბა იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა იდეა, რომ დედაქალაქი გადაეტანათ და აეშენებინათ სხვა ადგილზე.[2] 2011 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ სუდანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი გადაიტანონ ჯუბიდან ქალაქ რამსელში, დღევანდელი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 240 კმ-ზე, რადგანაც ცენტრალური ეკვატორიის შტატის ხელისუფლებამ, რომელ ტერიტორიაზეც ჯუბა მდებარეობდა, ცენტრალურ ხელისუფლებას უარი უთხრა შესაბამისი რაოდენობის მიწის გამოყოფაზე ახალი სახელმწიფო შენობების ასაშენებლად. დედაქალაქის გადატანას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 6 წელი, რადგანაც რამსელში უნდა აშენდეს ბევრი სამთავრობო ობიექტი.[3]

Remove ads

მოსახლეობა

2008 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 230 195 ადამიანს.

მოსახლეობის ზრდის დინამიკა:

მეტი ინფორმაცია წელი, მოსახლეობა ...

კლიმატი

ჯუბის კლიმატი — ტიპური სუბეკვატორული სავანური მშრალი სეზონით ნოემბერ-მარტში და ნოტიო სეზონით (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით). მშრალი სეზონი ხასიათდება ცხელი და მშრალი ამინდით, და დიდი დღე-ღამური ცვალებადობით, ნოტიო სეზონი — უფრო გრილი და ნოტიოა, მაგრამ მცირე დღე-ღამური ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა მცირედ იცვლება და მთელი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 25-30 °C-ს. წელიწადში მოდის 1000 მმ ნალექი.

ინფრასტრუქტურა

ქალაქი პორტია მდინარე თეთრ ნილოსზე და სამხრეთის ბოლო პუნქტია ნილოსის გასწვრივ არსებულ გზებზე. სამოქალაქო ომამდე ჯუბა იყო სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ავტოგზებითაა შეერთებული კენიასთან, უგანდასთან და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.

დღეისათვის ქალაქში ავტოგზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. მრგვალი, თიხისგან აგებული პატარა სახლები გადახურულია ბალახებისგან გაკეთებული სახურავით, ზოგან დგას მაღაზიის საწყობების ერთსართულიანი აგურის შენობები.

Remove ads

მასმედია

მირაია FM (სარკე) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის რადიოსადგური, მაუწყებლობს ჯუბიდან.

სპორტი

ჯუბაში არსებობს ჯუბის სტადიონი, რომელზეც საშინაო საფეხბურთო თამაშებს ატარებს ქალაქის საფეხბურთო კლუბი „მალაკია“ — სუდანის თასის 2009 წლის ნახევარფინალისტი.

ქალაქში ასევე არსებობს კალათბურთის სტადიონი.[4]

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads