ჰანა არენდტი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჰანა არენდტი
Remove ads

ჰანა არენდტი (ინგლ. Hannah Arendt; დ. 14 ოქტომბერი, 1906, ლინდენი — გ. 4 დეკემბერი, 1975, ნიუ-იორკი) — ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ტოტალიტარიზმის თეორიის შემქნელი. დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიიდან გადმოსახლებული ებრაელების, ინჟინერ პაულ არენდტისა და მარტ კონის ოჯახში, ლინდენში.[1] განათლება მიიღო მარბურგის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სწავლობდა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან. 1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა. [2]1940 წლის მაისში ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა.[3][4][5][6] ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. 2012 წელს მასზე გადაიღეს ფილმი: ჰანა არენდტი (რეჟისორი — მარგარეტა ფონ ტროტა, მთავარ როლში — ბარბარა ზუკოვა).[7]

სწრაფი ფაქტები ჰანა არენდტი, მშობლიური სახელი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • არენდტი, ჰ., „რა არის ხელისუფლება?“ მთარგმნ.: გიორგი ხუროშვილი, რედ.: თ. ირემაძე, გ. თავაძე და სხვ., ნეკერი“, თბილისი, 2015.
  • კრისტევა, ი., „ჰანა არენდტი: სიცოცხლე ნარატივია.“ მთარგმნ.: თამარ ონოფრიენკო, რედ.: ლ. ნახუცრიშვილი, თ. ცოფურაშვილი,  ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, თბილისი, 2014.[8]

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads