ჰანა და მისი დები

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ჰანა და მისი დები (ინგლ. Hannah and Her Sisters) — ვუდი ალენის 1986 წლის კომედია.

სწრაფი ფაქტები „ჰანა და მისი დები“, ჟანრი ...
Remove ads

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის გმირები არიან ჰანა და მისი ორი და, ლი და ჰოლი. ჰანა ცნობილი მსახიობია, ის ამავდროულად მოსიყვარულე და, სამაგალითო დედა და ლამაზი ქალია. ჰანას მეუღლე ელიოტი ხვდება, რომ მას სინამდვილეში ლი უყვარს. ლი ჰანას დაა. ის ფრედერიკის, ასაკში შესული მიზანთროპი ხელოვანის პატრნიორია. ლი ფრედერიკს ელიოტის გამო მიატოვებს. ჰანას კიდევ ერთი და ჰოლი კი მსახიობობასა და მწერლობაზე ოცნებობს. ის ხვდება მიკის, მელანქოლიურ ტელეპროდიუსერს, რომელიც ადრე ჰანას ქმარი იყო. ფილმის მოქმედება ვითარდება მადლიერების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, შემდგომ დღესასწაულამდე, როცა ოჯახი კვლავ ერთად შეიკრიბება.

Remove ads

როლებში

ჯილდოები

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: მაიკლ კეინი
  2. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: დაიან ვისტი
  3. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ვუდი ალენი

BAFTA

  1. საუკეთესო რეჟისორი: ვუდი ალენი
  2. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ვუდი ალენი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads