ჰასან-ფაშა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჰასან-ფაშა ჯაყელი, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1758-1759 და 1761-1767 წლებში. ახლად დანიშნულ ფაშას დაევალა განდგომილი იმერეთის სამეფოს კვლავ დამორჩილება. ამ მიზნით ჰასან-ფაშამ 1758 ორჯერ ილაშქრა იმერეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. 1759 წელს გადააყენეს. მის ნაცვლად დანიშნეს იბრაჰიმ-ფაშა (ჯაყელი), რომელსაც ხალხი აუჯანყდა. 1761 კვლავ ჰასან-ფაშა დანიშნეს ორი თუღით. მალე იგი სამთუღიანი ფაშა და სერასკერი გახდა. 1763-1767 ჰასან-ფაშამ მრავალგზის ილაშქრა იმერეთში, მაგრამ უშედეგოდ. 1767 წლის თებერვალს იგი ახალციხიდან გაიწვიეს და სელენიქის ფაშად გაამწესეს.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 606.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads