ჰელსინგბორგი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჰელსინგბორგი (შვედ. Helsingborg) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, მდებარეობს სკონეს ლენში. ფართობი 39,7 კმ², მოსახლეობა 126,754 კაცი (2009). ნავსადგური ერესუნის სრუტეში. სარკინიგზო და საავტომობილო ბორნით უკავშირდება დანიას (ჰელსინგერი).
მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია გემთმშენებლობაში, რეზინ-ქიმიურ, საფეიქრო, კერამიკულ და კვების მრეწველობაში, განვითარებულია ფერადი მეტალურგია.
Remove ads
გეოგრაფია
ჰელსინგბორგი ორესუნის სრუტეში მდებარე პორტია და დანიის საპორტო ქალაქ ჰელსინგერის პირდაპირ მდებარეობს. ჰელსინგბორგი დანიის სანაპიროებიდანაც ჩანს. ჰელსინგერს ორესუნის ხიდით უკავშირდება. ქალაქზე გადის ევროპული ავტოტრასა E4.
ჰელსინგბორგი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.
ჰავა
ჰელსინგბორგში ჰავა ზომიერია. წელიწადში საშუალოდ 500-600 მმ ნალექი მოდის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,1 °C, ივლისისა - 16.8 °C.
ქრონოლოგია
- 1085 — ქალაქის პირველი ხსენება (21 მაისი)
- 1300 — ჩერნანის კოშკი აიგო
- 1400 — წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია აშენდა
- 1641 — იაკობ ჰანსენის სახლი ააშენეს, დღეისათვის უძველესი საცხოვრებელი სახლია.
- 1707 — რამლესის მინერალური წყაროები აღმოაჩინეს
- 1710 — ჰელსინგბორგის ბრძოლაში შვედებმა დანიელები დაამარცხეს
- 1810 — ქალაქში ჟან-ბატისტ ბერნადოტმა გადმოსხა ჯარი — მომავალში შვედეთის მეფე კარლ XIV-ემ
- 1891 — ჰენრი დუნკერმა დააარსა რეზინის ფაბრიკა
- 1892 — ჰელსინგბორგსა და ჰელსინგერს შორის პირველი ორთქლმავალი ბორანი წყებს კურსირებას
- 1897 — გაიხსნა რატუშა
- 1903 — ქალაქში ტრაიმავიმ დაიწყო სიარული (1967 ელამდე)
- 1921 — გაიხსნა ქვეყანაში პირველი ჰელსინგბორგის საქალაქო თეატრი
- 2002 — გაიხსნა ჰენრი დუნკერის კულტურული ცენტრი
მოსახლეობა
XIX საუკუნემდე ჰელსინგბორგი პატარა დაბა იყო 1000 კაციანი მოსახლეობით. მაგრამ XIX მეორე ნახევარში ინდუსტრიალიზაციის წყალობით მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. უკვე 1900 წლისთვის აქ 25 000 კაცი ცხოვრობდა. თუმცა მომდევნო ათწლეულებში ასეთი სწრაფი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. დღეს ჰელსინგბორგი შვედეთის მერვე ქალაქია მოსახლეობის ნელი მატებით.
ეროვნული შემადგენლობა
ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური შვედია. უცხოელები (ანუ ისინი, ვინც შვედეთის ფარგლებს გარეთ დაიბადა, ან ვისი მშობლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან დაბადებულნი) საერთო რაოდენობის 23,2% შეადგენენ. უცხოელთა შორის ბევრია დანიელი, სერბი, არაბი და ბოსნიელი ემიგრანტი. ქალაქში აგრეთვე ცხოვრობენ პოლონელები, ირანელები, ვიეტნამელები და სხვ. ჰელსინგბორგში სულ 160 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.
Remove ads
ღირსშესანიშნაობანი
ჰელსინგბორგის ისტორიული ნაწილი უამრავი ძველი სახლისგან შედგება სრუტის ნაპირებზე. განსაკუთრებულ ინტერესს რატუშა, ჩერნანის კოშკი (შვედ. Kärnan), წმინდა მარიამის სახელობის აგურიანი გოთიკის სტილის ეკლესია, ფრედრიქსდალის ღია მუზეუმი და ჰენრი დუნკერის კულტურილი ცენტრი იწვევს.
ცნობილი ადამიანები
- სვანტე სტრემგრენი — ასტრონომი
გალერეა
- ჰელსინგბორგის ხედი
- ქალაქის გამაგრება
- რატუშა
- ჩერნანის კოშკი
- მაგნუს სტენბოკის ძეგლი
- ქალაქის ხედი ზღვიდან
- იაკობ ჰანსენის სახლი
- სკულპტურა „მოტეხილი თავი“
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 697.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads