ჰომეროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჰომეროსი (ძვ. ბერძნ. Ὅμηρος; ძვ.წ VIII საუკუნე) — ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრაქომიომაქია (Βατραχομυομαχία, „ბაყაყთა და თაგვთა ომი“) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.
Remove ads
ლიტერატურა
- რ. გორდეზიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 683.
რესურსები ინტერნეტში
- ჰომეროსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ჰომეროსი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჰომეროსი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჰომეროსი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ილიადას ორენოვანი რედაქცია 1-12 წიგ.
- SORGLL: Homer, Iliad, Bk I, 1-52; read by Stephen Daitz დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine.
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads