2С1

From Wikipedia, the free encyclopedia

2С1
Remove ads

2ს1 გვოზდიკა (რუს. 2С1 Гвоздика) — საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. შექმნილია მსუბუქ ამფიბიურ გამწევ მანქანა МТ-ЛБ -ის ბაზაზე. ქვემეხად კი აქვს 122მმ D-30. 2С1 შექმნილია GRAU-ს მიერ.

სწრაფი ფაქტები მოდიფიკაცია, საბრძოლო წონა, ტ ...
Remove ads

კონსტრუქცია

თვითმავალი ჰაუბიცა 2C1 აგებულია თანამედროვე თვითმავალი არტილერიისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სქემით — წინა ნაწილში განლაგებულია მართვისა და ძრავა-ტრანსმისიული განყოფილებები. საბრძოლო განყოფილება კორპუსის შუა და ბოლო ნაწილებშია მოთავსებული. ამავე ნაწილში დაყენებულია დაჯავშნული კოშკურა საარტილერიო შეიარაღებით. ეკიპაჟი ოთხი ადამიანისგან შედგება. მძღოლი-მექანიკოსი იმყოფება მართვის განყოფილებაში; მეთაური, დამმიზნებელი და გადამტენი — იმყოფებიან კოშკურაში. ჰაუბიცის კორპუსი და კოშკურა ერთმანეთთან შედუღებული ჯავშნიანი ფოლადის ფილებისგან არის აწყობილი. ჯავშანი იცავს ხელის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან. ასევე — მცირე სიმძლავრის ნაღმებისგან. სროლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სახის ჭურვი, რომელიც შედის ჰაუბიცა Д-30-ის საბრძოლო კომპლექტში: მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლის, მანათობელი ჭურვები.

Remove ads

ისტორია

პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1969 წელს, ხოლო წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1970 წელს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პირველად გამოჩნდა პოლონეთის სამხედრო აღლუმზე 1974 წელს. დასავლეთში 2С1-ს M1974 უწოდეს. თვითმავალი საარტილერიო დანადგარის წარმოება მიმდინარეობდა პოლონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.

Thumb
განადგურებული გვოზდიკა

საარტილერიო დანადგარის დადებითი და უარყოფითი მხარეები

2С1-ის უპირველესი ნაკლი იყო მისი სუსტი ჯავშანი, ხშირად ჭურვის მოხვედრის შემდეგ ეკიპაჟი ყველა წევრი იღუპებოდა. ასევე ძალიან დაბალი არის მისი ამფიბიური შესაძლებლობები, თუმცა ეფექტურია თოვლში და ჭაობებიან ადგილებში.

ვარიანტები

საბჭოთა კავშირი
  • UR-77 "Meteorit" — გამნაღმელ ტრალებიანი მოდიფიკაცია
  • RKhM-K — სამეთაურო ვარიანტი
პოლონეთი
  • 2S1M — გაძლიერებული ამფიბიური საკიდრებით
  • 2S1T Goździk — გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელსაც გაძლიერებული აქვს ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე დამატებული აქვა რადიოები, ჯიპიესი
  • Rak carrier — მას ჰქონდა 120მმ ნაღმსატყორცნი, რომელიც იყო 2S1-ის შასზე
  • LPG (LPG for Lekkie Podwozie Gąsiennicowe – Light Tracked Chassis) — 2S1 Goździk გადაკეთებული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანად, მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი, ასევე შეცვალეს ძრავა და დააყენეს ახალი გერმანული მტუ-ს
რუმინეთი
  • Model 89 — მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც კორპუსი ჰქონდა MLI-84-ის მსგავსი
ირანი
  • Raad-1 — ირანელების მიერ მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელსაც ჰქონდა Boragh დეტალებით გამოყენებული კორპუსი
ბულგარეთი
  • BMP-23 (bojna mashina na pekhotata) — მისი 122მმ ქვემეხი იყო მოხსნილი და მის მაგივრად დაყენებული ჰქონდა 23მმ 2A14 ტიპის ქვემეხი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო მალიუტკა
  • BMP-23D — დამატებული ჰქონდა კვამლის ყუმბარები და 9K111 "Fagot"-ი
  • BRM-23 — სადაზვერო მოდიფიკაცია
  • BMP-30 — შეიარაღებაში ჰქონდა ბმპ-2-ის ქვემეხი. ასეთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა მხოლოდ 10 ცალი აიგო
სუდანი
  • Abu Fatma — ლიცენზირებული ასლი
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads