თხევად-კრისტალური მონიტორი

From Wikipedia, the free encyclopedia

თხევად-კრისტალური მონიტორი
Remove ads

თხევად-კრისტალური მონიტორი (თკმ) (იგივეა, რაც თხევად-კრისტალური დისპლეი (თკდ), ინგლ. liquid crystal display, LCD, ბრტყელი ინდიკატორი) — ბრტყელი მონიტორი თხევად კრისტალებზე.

Thumb
თკ-მონიტორი

LCD TFT (ინგლ. thin film transistor — თხელფირიანი ტრანზისტორი) — თხევად-კრისტალური დისპლეის ერთ-ერთი სახელწოდება, რომელშიც თხელფირიანი ტრანზისტორით მართული აქტიური მატრიცა გამოიყენება. TFT გამაძლიერებელი თითოეული სუბ-პიქსელისათვის სწრაფმოქმედების ასამაღლებლად, ასევე დისპლეის გამოსახულების მკაფიოობისა და კონტრასტულობისთვის გამოიყენება.

Remove ads

თკ-მონიტორის დანიშნულება

თხევად-კრისტალური მონიტორის დანიშნულება კომპიუტერიდან, TV-მიმღებიდან, ციფრული ფოტოაპარატიდან, ელეტრონული თარჯიმნიდან, კალკულატორიდან და სხვ. გრაფიკული ინფორმაციის გამოსახვაა.

გამოსახულება სხვადასხვა ელემენტის მეშვეობით ყალიბდება, როგორც წესი, გაშლის სისტემით. უბრალო ხელსაწყეობს (ელექტროსაათი, ტელეფონი, ფლეიერი, თერმომეტრი და სხვ) შეიძლება ჰქოდეთ მონოქრომული ან 2-5 ფერიანი დისპლეი. მრავალფერი გამოსახულება ყალიბდება RGB-ტრიადების დახმარებით. დღეისათვის (2008) TN- (ზოგჯერ *VA) მატრიცების სამაგიდო მონიტორებში და ყველა ნოუთბუქში გამოიყენება მატრიცები 18-ბიტიანი ფერის ხარისხით (6 ბიტი თითო არხზე), 24-ბიტიანობა ემულირდება ციმციმითა და დიზერინგით.

Remove ads

თკ-მონიტორის მოწყობილობა

თკ-მონიტორის ყოველი პიქსელი შედგება მოლეკულების ფენისგან ორ გამჭვირვალე ელექტროდსა და ორ პოლარიზაციულ ფილტრს შორის, რომელთა პოლარიზაციის სიბრტყეც (როგორც წესი) პერპენდიკულარულია. თხევადი კრისტალების არარსებობისას პირველი ფილტრის მიერ გაშვებულ სინათლეს, მეორე ბლოკავს.

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads