Mattel
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Mattel, Inc. — სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნიის შტატში.
დაარსდა 1945 წელს, ჰაროლდ მეტსონის, ელიოტ ჰენდლერისა და რუთ ჰენდლერის მიერ. Mattel თავდაპირველად დაკავებული იყო სურათების ჩარჩოების შექმნით, შემდეგ კი — მინიატურული ავეჯის კეთებით თოჯინებისთვის.
კომპანია ძირითადად აწარმოებს სათამაშოებსა და თოჯინებს. მის ყველაზე განთქმულ პროდუქტთა სიაში შედის ბარბის თოჯინა, შექმნილი 1959 წელს. 1980-იან წლებში Mattel ასევე აწარმოებდა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლებს, მათ შორის ისეთ წარმატებულ კონსოლს, როგორიც არის Intellivision.
Mattel საკუთარ პროდუქტს ასაღებს დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში[3] და ითვლება ყველაზე შემოსავლიან სათამაშოების მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. [4]
Remove ads
ლიტერატურა
- Kettelkamp, Sean; Chatty Cathy and Her Talking Friends, Schiffer Publishing (1998)
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Mattel“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
